ვლადიმერ პუტინმა აშშ-ში რუსეთის ელჩად ალექსანდრე დარჩიევი დანიშნა

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა აშშ-ში რუსეთის ელჩად ალექსანდრე დარჩიევი დანიშნა, - ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია პუტინის განკარგულებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

„დაინიშნოს ალექსანდრე დარჩიევი რუსეთის ფედერაციის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად ამერიკის შეერთებულ შტატებში და ვაშინგტონში ამერიკის სახელმწიფოთა ორგანიზაციაში რუსეთის ფედერაციის მუდმივ დამკვირვებლად“, - ნათქვამია ვლადიმერ პუტინის განკარგულებაში.

ალექსანდრე დარჩიევი 2014-2021 წლებში კანადაში რუსეთის ელჩი იყო, 2021-2025 წლებში რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ჩრდილოეთ ამერიკის დეპარტამენტის დირექტორის თანამდებობას იკავებდა, ხოლო 2025 წლის იანვრიდან რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ჩრდილოატლანტიკური დეპარტამენტის დირექტორია.

ცნობისთვის, აშშ-ში რუსეთის ყოფილმა ელჩმა, ანატოლი ანტონოვმა თანამდებობა გასული წლის ოქტომბერში, უფლებამოსილების ვადის ამოწურვის შემდეგ დატოვა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს