მამუკა ხაზარაძე - აუცილებელია, რომ შეერთებული შტატების ინვესტიციები სასწრაფოდ დაბრუნდეს ანაკლიაში!

აუცილებელია, რომ შეერთებული შტატების ინვესტიციები სასწრაფოდ დაბრუნდეს ანაკლიაში! - ამის შესახებ „ლელო - ძლიერი საქართველოს“ ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, ამერიკას სურს ცენტრალური აზიის ნედლეულის ბაზარზე წვდომა, რაც ანაკლიის პორტის გავლით უნდა მოხდეს.

„გუშინ ცნობილი გახდა, რომ სენატორთა ორპარტიულმა ჯგუფმა წარადგინა კანონპროექტი. მათ თავდაცვისა და სახელმწიფო მდივანს დაავალეს, მსოფლიოს მასშტაბით სასწრაფოდ შეისწავლონ ყველა ის პორტი და შეერთებული შტატების ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე, ყველგან მოხდეს ჩინური ინვესტიციების შეკავება და ჩანაცვლდეს ამერიკული ინვესტიციით. გუშინწინ ერთ-ერთმა უზარმაზარმა კომპანიამ, რომელიც ექვემდებარება ჩინურ აქტს, გადაწყვიტა გაყიდოს თავისი პორტები პანამაში აშშ-ის სასარგებლოდ. ამ სიტუაციაში ჩვენი ქვეყნის ფუნქცია იძენს საკმაოდ სერიოზულ გეოპოლიტიკურ მდგომარეობას და აუცილებელია, რომ შეერთებული შტატების ინვესტიციები სასწრაფოდ დაბრუნდეს ანაკლიაში. მათ უნდათ, რომ ჰქონდეთ ცენტრალური აზიის ნედლეულის ბაზარზე წვდომა, შესაბამისად, მათი გატარება მოხდეს საქართველოს, კერძოდ ანაკლიის პორტის გავლით. ეს არის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი საკითხი და ვფიქრობ, რომ დღეს მთელი კონცენტრაცია უნდა იყოს გადატანილი იმაზე, რომ ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოება, მდგომარეობა და ფუნქცია იქნას ხაზგასმული. ამის ერთადერთი კონკრეტული ნაბიჯი იქნება ის, როცა ამერიკული ინვესტიციები დაბრუნდება ანაკლიაში“,- განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
გრინვეის საერთაშორისო პარტნიორები
რობოტული ქირურგია პროსტატის კიბოს მკურნალობაში უკეთესი შედეგებისთვის
ჰეშბანკმა გარე საფულეებიდან კრიპტოს გადმორიცხვის სერვისი დანერგა
ფრიდრიხ ჰაიეკის „გზა ბატონყმობისკენ“ - ქართული გამოცემის პრეზენტაცია საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა