მამუკა ხაზარაძე - ესენი არიან ბიძინა ივანიშვილის პირადი ტყვეები, რომლებიც ისჯებიან იმისთვის, რომ ქვეყნის თავისუფლებას, დამოუკიდებლობას იცავდნენ და აპროტესტებდნენ იმ ძალადობას, რომელიც ე.წ. ხელისუფლებამ ბრძოლის იარაღად აარჩია

ესენი არიან ბიძინა ივანიშვილის პირადი ტყვეები, რომლებიც ისჯებიან იმისთვის, რომ ქვეყნის თავისუფლებას, დამოუკიდებლობას იცავდნენ და აპროტესტებდნენ იმ ძალადობას, რომელიც ე.წ. ხელისუფლებამ თავის ბრძოლის იარაღად აარჩია, - ამის შესახებ „ლელო - ძლიერი საქართველოს“ ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ ჟურნალისტებს საქალაქო სასამართლოში განუცხადა, სადაც რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე დაკავებულების სასამართლო პროცესი იმართება.

როგორც ხაზარაძემ აღნიშნა, მას მართლმსაჯულების არანაირი მოლოდინი არ აქვს.

„ვესწრები ბიძინა ივანიშვილის პირადი პატიმრების სასამართლო პროცესებს. ესენი არიან ბიძინა ივანიშვილის პირადი ტყვეები, რომლებიც ისჯებიან მხოლოდ და მხოლოდ იმისთვის, რომ ქვეყნის თავისუფლებას, დამოუკიდებლობას იცავდნენ და აპროტესტებდნენ იმ ძალადობას, რომელიც ე.წ. ხელისუფლებამ თავის ბრძოლის იარაღად აარჩია. არანაირი მოლოდინი არ მაქვს მართლმსაჯულების. ჩვენ სასამართლო არ გვაქვს და ამ ე.წ. ხელისუფლების ხელში არასდროს იქნება. ამიტომ მოთხოვნა არის უცვლელი: ეს არის ახალი არჩევნები, ჩვენი პოლიტპატიმრების გათავისუფლება. მინდა ყველა ამ ადამიანს, რომლებიც დღეს თავისუფლებისთვის არიან საპყრობილეში ვუსურვო მხნეობა, გამარჯვება აუცილებლად ჩვენკენ იქნება. ყველა ის ადამიანი, პროკურორი, მოსამართლე, რომელიც ამ დანაშაულებრივ ქმედებაში იღებს მონაწილეობას კანონის წინაშე აგებს პასუხს მთელი სიმკაცრით“,- განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

ცნობისთვის, საქალაქო სასამართლოში აქციაზე დაკავებულების სასამართლო პროცესი იმართება. დაკავებულებიდან სამს - ზვიად ცეცხლაძეს, ვეფხია კასრაძესა და ვასილ კაძელაშვილს ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას ედავებიან. მათ 6-დან 9-წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

ბრალდებულებიდან ხუთს - გიორგი გორგაძეს, ირაკლი მიმინოშვილს, ინსაფ ალიევს, თორნიკე გოშაძეს და ნიკოლოზ ჯავახიშვილს ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას ედავებიან. მათ 4-დან 6-წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს