გია ვოლსკი - სალომე ზურაბიშვილი დაიტანჯა თავისი პიროვნების აქტუალობის წამოწევის მცდელობებით - მისი ეს მცდელობები, რაღაც ფინტების ტარება პოლიტიკურ ველზე, უშედეგოა

სალომე ზურაბიშვილი დაიტანჯა თავისი პიროვნების აქტუალობის წამოწევის მცდელობებით - მისი ეს მცდელობები, რაღაც ფინტების ტარება პოლიტიკურ ველზე, არის უშედეგო, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ცნობებს, რომ საქართველოს მე-5 პრეზიდენტი უახლოეს დღეებში სამოქმედო გეგმის გამოქვეყნებას გეგმავს.

მისი თქმით, „სალომე ზურაბიშვილი ხან „ქარტიას“ აქვეყნებს, ხან ევროპულ „ვოიაჟს" ისე აჩვენებს, თითქოს, მან გადაწყვიტა საქართველოს ბედი, მაგრამ ამას შედეგი არ აქვს“.

სალომე ზურაბიშვილი დაიტანჯა თავისი პიროვნების აქტუალობის წამოწევის მცდელობებით. 2022 წლიდან მოყოლებული, ყოველდღიურად ცდილობს, რომ როგორმე ოპოზიციას ჩაუდგეს სათავეში და სააკაშვილი ჩაანაცვლოს, როგორც ამ კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ ლიდერმა. მან პრაქტიკულად, ზურგი შეაქცია ადამიანებს, ვინც იგი აირჩია და დღეს არის ადამიანებთან დაკავშირებული, რომლებმაც მას უკიდურესად მძიმე შეურაცხყოფები მიაყენეს. დღეს, ეს შეურაცხყოფები, რასაკვირველია, დღის წესრიგშია, თუმცა ხმამაღლა არ ისმის. ამ მცდელობებშია სალომე ზურაბიშვილი. ხან „ქარტიას“ აქვეყნებს, ხან ევროპულ „ვოიაჟს“ ისე აჩვენებს, თითქოს, მან გადაწყვიტა საქართველოს ბედი, მაგრამ ამას შედეგი არ აქვს იმიტომ, რომ ყველამ კარგად იცის, რას წარმოადგენს, რა უნდა და რა მიზანს ემსახურება. ეს მიზანი უცვლელია, იგივეა, რაც გააჩნია ლევან ხაბეიშვილს, თინა ბოკუჩავას, ზურაბ გირჩი ჯაფარიძეს, თუ თეონა აქუბარდიას. აქედან გამომდინარე, მისი ეს მცდელობები, რაღაც ფინტების ტარება პოლიტიკურ ველზე, არის უშედეგო. ახლა კიდევ ახალ ქარტიას გამოაქვეყნებს, მერე ვიღაცები დაიწყებენ მცდელობებს, რომ როგორმე ამ ქარტიაზე ხელი მოაწერინონ ადამიანებს, ვინც გუშინ სალომე ზურაბიშვილს დამამცირებელ სიტყვებს უწოდებდა. ეს ღლიცინი, ეს ფუთფუთი არის მუდმივად მახასიათებელი აი, ამ ყოფილი პრეზიდენტის“, - განაცხადა ვოლსკიმ.

„მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის ავტორი პატრიცია გრჟებიკი - არავისგან არ მიმიღია არანაირი პოლიტიკური ინსტრუქცია - არ მქონია მიზნად „იურიდიული ომის“ დაწყება, როგორც ამას საქართველოს მთავრობა ამტკიცებს
ქართული პრესის მიმოხილვა 02.04.2026
ემილ ავდალიანი - საქართველოს საგარეო პოლიტიკის ტრანსფორმირების პროცესმა, რომელიც 2022 წლიდან დაიწყო, შესაძლოა, ირან-აშშ-ის ომის დამთავრების შემდეგ მიიღოს სრული ფორმა
Bybit Georgia - საქართველო იმყარებს პოზიციას, როგორც რეგიონული კრიპტო ჰაბი
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
ზვიად კორძაძე იურიდიული ფირმების ასოციაციის თავმჯდომარედ აირჩიეს
„ბაკურიანი” გიორგი მიქაუტაძესთან ერთად, ახალ ლიმიტირებულ შეფუთვას წარმოგიდგენთ
ვეტცელი 1908 - ბაზისბანკი თანამედროვე სტუმარ-მასპინძლობის გასტრონომიური სახლის მხარდამჭერია