გია ვოლსკი - თუ აგრესიულ საუბარზეა ლაპარაკი, რასაკვირველია, ბექა ოდიშარია და ნებისმიერი სხვა, მნიშვნელოვნად ჩამორჩება იმ განცხადებებს, რასაც ქუჩიდან და ტრიბუნიდან ვისმენთ - აბსურდულია ბრალდებები, რომელშიც „საერთაშორისო გაუმჭვირვალე გამჭვირვალობა ჩაერთო

თუკი აგრესიულ საუბარზეა ლაპარაკი, რასაკვირველია, ბექა ოდიშარია და ნებისმიერი სხვა, მნიშვნელოვნად ჩამორჩება იმ განცხადებებს, რასაც თუნდაც ქუჩიდან და ტრიბუნიდან ვისმენთ - აბსურდულია ბრალდებები, რომელშიც „საერთაშორისო გაუმჭვირვალე გამჭვირვალობა ჩაერთო, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" განცხადებას გამოეხმაურა.

მისი თქმით, „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ განცხადება რეალობასთან ახლოს არაა და „ამის უკან ისეთი ბოროტი გეგმებია, რასაც ჰქვია საქართველოს დაჩოქება და საქართველოში გადატრიალების მოხდენა რევოლუციის გზით".

„იმდენად აბსურდულია ბრალდებები, რომელშიც ეს „საერთაშორისო გაუმჭვირვალე გამჭვირვალობა" ჩაერთო, რომ ესეც ერთ-ერთი ინდიკატორია იმისა, რომ რეალობასთან ახლოს არაა და ისეთი ბოროტი გეგმებია ამის უკან, რასაც ჰქვია საქართველოს დაჩოქება და საქართველოში გადატრიალების მოხდენა რევოლუციის გზით. ამას სხვა ახსნა არ აქვს, რადგან თუკი აგრესიულ საუბარზეა ლაპარაკი, რასაკვირველია, ბექა ოდიშარია და ნებისმიერი სხვა მნიშვნელოვნად ჩამორჩება იმ განცხადებებს, რასაც თუნდაც ქუჩიდან ვისმენთ და ტრიბუნიდან ვისმენდით სულ ახლახანს. ეს არ არის მიზეზი. ეს არის მოგონილი თემა. როცა სახელმწიფოს პოლიტიკა მოგონილ თემაზე ეწყობა ნიშნავს იმას, რომ ჩანაფიქრია კონსპირაციული, ბნელი და აგრესიული, რასაც არ იმსახურებს ჩვენი ქვეყანა და არც თითოეული პიროვნება, რომელიც აქ არის ჩამოთვლილი“, - განაცხადა ვოლსკიმ.

რაც შეეხება ბალტიისპირეთის ქვეყნების სანქციებს - როგორც ვოლსკი აღნიშნავს, სამწუხაროა, რომ ბალტიისპირელებმა, ასეთი უარყოფილი მხრიდან გამოიჩინეს თავი, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც მათი ეკონომიკური ბიზნესურთიერთობები რუსეთთან საკმაოდ ინტენსიურია და მნიშვნელოვნად აჭარბებს საქართველოს სავაჭრო ბრუნვას, რომელიც მას წლიურად გააჩნია რუსეთის ფედერაციასთან.

„პირველი - ბალტიისპირეთის ქვეყნებისთვის უმჯობესია, რომ ცეცხლი სხვაგან ენთოს, დაძაბულობა სხვაგან იყოს, რეალურად რუსეთის აგრესიული ძალა სხვა მიმართულებით იყოს პოტენციურად განვითარებული პერსპექტივაში. მეორე - რეალურად, სწორედ ესენი არიან ლიდერები იმ პოლიტიკისა, რასაც ჰქვია მცდელობა, შეცვალონ სახელმწიფოში ხელისუფლება, მოიყვანონ ისეთი ხელისუფლება, რომელიც იმ პოლიტიკას განახორციელებს, რომელიც ევრობიუროკრატიას სჭირდება. ამის უკან არაფერი არ დევს, გარდა ასეთი ბოროტი ზრახვებისა. მე ვფიქრობ, რომ საზოგადოებისთვის ეს ნათელ სურათს ქმნის, მაგრამ აქ მთავარია, რომ მთავარი ინდიკატორი, რასაც, სამწუხაროდ, თვალ-ყურს ვადევნებთ, არის ის, რომ ეს პოლიტიკა, ეს მიმართულება საქართველოზე აგრესიული თავდასხმებისა, ჯერჯერობით არ შეწყვეტილა. არ შეწყვეტილა, ვინაიდან მსოფლიოში ცვლილების პროცესი არ ვითარდება ჯერჯერობით, რომელიც ასეთი დიდი მნიშვნელობისაა ჩვენთვის," - განაცხადა ვოლსკიმ.

ცნობისთვის, „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“ ესტონეთის მიერ სანქცირებულ პირებთან დაკავშირებით ინფორმაცია გამოაქვეყნა, სადაც საუბარია იმაზე, თუ რის გამო დაეკისრათ მათ შეზღუდვები.

„პარტია „ქართული ოცნების“ პარლამენტის ამჟამინდელი წევრები და ყოფილი დეპუტატი: ირაკლი ზარქუა, მონაწილეობდა აბუ-დაბის ჯგუფურ ძალადობაში; ვიქტორ სანიკიძე, მონაწილეობდა აბუ-დაბის ჯგუფურ ძალადობაში; გელა სამხარაული, მონაწილეობდა აბუ-დაბის ჯგუფურ ძალადობაში; ლაშა ტალახაძე, გამოირჩევა აგრესიულობით; ბექა ოდიშარია, გამოირჩეოდა აგრესიულობით და სიძულვილის ენით, იყო ლატვიის ყოფილი საპატიო კონსული," - აღნიშნულია განცხადებაში.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - 2008 წელს პუტინმა აღიარა, რომ უკვე 2006 წლიდან საქართველოსთან ომისთვის ემზადებოდა, სხვა საკითხია, რა მოხდებოდა, ჩვენ რომ  ზარები გვერეკა, შესაძლებელია, შედეგები ნაკლებად მტკივნეული ყოფილიყო
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
“შემდეგი გაჩერება, SBC Summit-ი ლისაბონში” - ქართული ბიზნესის შანსი მსოფლიო ბაზარზე