სალომე ზურაბიშვილი - 100 დღე უსრულდება პროტესტს და გაზაფხულიც მოვიდა - 100 დღე ასე მტკიცედ დგომა უკვე გამარჯვებაა

ხვალ 100 დღე უსრულდება პროტესტს და გაზაფხულიც მოვიდა. 100 დღე მხნეობის, გამძლეობის, ურთიერთპატივისცემის, ზრდილობის, უაღრესად მშვიდობიანი პროტესტის, - ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი „ფეისბუქის“ გვერდზე წერს.

როგორც ზურაბიშვილი აღნიშნავს, ქვეყანა ორად არის გაყოფილი, სადაც ერთ მხარესაა რეპრესიები, სიძულვილის ენა, შეურაცხყოფა, ცემა, გაუთავებელი მუქარა, ხოლო მეორე მხარეს ღირსება და სოლიდარობა.

მისი შეფასებით, „100 დღე ასე მტკიცედ დგომა უკვე გამარჯვებაა“.

„რუსებს ჰქონდათ მუდამ ზამთრის იმედი - რუსული ზამთრის-ომის მოსაგებად… აქაც ასე იყო ურთულესი ზამთარი და ვიღაცის ილუზიები, რომ ყინვა იმედს ჩაკლავდა, მაგრამ არა! ხვალ 100 დღე უსრულდება პროტესტს და გაზაფხულიც მოვიდა. 100 დღე მხნეობის, გამძლეობის, ურთიერთპატივისცემის, ზრდილობის, უაღრესად მშვიდობიანი პროტესტის. 100 დღე სოლიდარობის და სიყვარულის. რა საშინელებაა, რომ ასე დაიყო ქვეყანა: ერთ მხარესაა რეპრესიები და სიძულვილის ენა, შეურაცხყოფა, ცემა, გაუთავებელი მუქარა (დაგიჭერთ, დაგაჯარიმებთ, სამსახურიდან მოგხსნით, …), ლანძღვა (ყველა რადიკალები, ყველა აგენტები…) მეორე მხარეს კი ღირსებაა, თუნდაც წყლის ჭავლის, ან უსამართლო მოსამართლესთან პირისპირ დგომაში , სოლიდარობაა, თუნდაც ყავის მიწოდებაში (მიუხედავად იმისა, რომ ამის გამო უმოწყალოდ გცემენ), სამშობლოს უკიდეგანო ერთგულება, რწმენა ღვთისა -ფარისეველთა აფიშირების გარეშე - და ერის, და რაც ყველაზე მთავარია სიყვარული… ე.ი. ცოცხალი საზოგადოება, რომელიც უძლებს და ამარცხებს მკვდარ რეჟიმს… საბოლოო გამარჯვება ამ სხვაობაშია! იწყება მარხვა და შენდობის და სინანულის დღეები აირჩიეს იმისთვის, რომ გაამკაცრონ რეპრესიები და პატიმრობაში დატოვონ უდანაშაულო პატიმრები. მათ ტყუილად არ ჰქვიათ სინდისის პატიმრები, რამეთუ სინდისი და სიდინჯე მათ მხარეს არის. მეორე მხარეს “ტიტუშკები” დარბიან ქალაქში, შიში რომ დათესონ! ამ დროს კი ქალაქი დგას! უკვე 100 დღეა! და 100 დღე ასე მტკიცედ დგომა, ეს უკვე გამარჯვებაა!“ - წერს ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება