საია-ს თავმჯდომარე - გვაქვს მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებს, რომ მზია ამაღლობელის წინააღმდეგ ადმინისტრაციული საქმე ცრუ ინფორმაციაზე დაყრდნობით არის დაწყებული - ოქმები არის გაყალბებული

ჩვენ გვაქვს მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებს იმას, რომ მზიას წინააღმდეგ ადმინისტრაციული საქმე დაწყებულია ცრუ ინფორმაციაზე დაყრდნობით, - ამის შესახებ „ნეტგაზეთისა“ და ბათუმელების“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის ადვოკატმა ნონა ქურდოვანიძემ მედიასთან განაცხადა.

ადვოკატის განმარტებით, საქმეში ოქმები არის გაყალბებული და შეიცავს არასწორ ინფორმაციას.

„ჩვენ გვაქვს მტკიცებულებები, რომელიც ადასტურებს იმას, თუ რას მოჰყვა მზია ამაღლობელის დაკავება. ეს იყო კედელზე სტიკერის გაკვრა. სტიკერი იყო ისეთი, რომ კედელს ადვილად ძვრება და არავითარ კვალს ტოვებდა. თუმცა მას შემდეგ, რაც მიხვდნენ, რომ ამ მუხლით დაკავების უფლება არ ჰქონდათ, თუმცა მზია უკვე ადმინისტრაციული წესით იყო დაკავებული, მათ მოიგონეს ახალი ვერსია, თითქოს პოლიციელებს შეურაცხყოფას აყენებდა. სწორედ, ამიტომ ვამბობთ, რომ ოქმები არის გაყალბებული, ის შეიცავს არასწორ ინფორმაციას. მათ შორის, არასწორია ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ მზია დააკავა სხვა პოლიციელმა, როდესაც კადრებში ჩანს, რომ მზიას გრიგოლ ბესელია აკავებს, რომელიც აჭარის პოლიციის ხელმძღვანელია. დღეს იყო მტკიცებულებების წარდგენის ეტაპი და ეს გარემოებები დღეს მტკიცებულების სახით წარმოვადგინეთ. შუამდგომლობის ბევრი ნაწილი წარმოვადგინეთ, რომელთა დიდი ნაწილი საქმეს დაერთო, რაც არ დაკმაყოფილდა იმაზე შემდგომ ვიდავებთ.

ჩვენ გვაქვს მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებს იმას, რომ მზიას წინააღმდეგ ადმინისტრაციული საქმე დაწყებულია ცრუ ინფორმაციაზე დაყრდნობით და ეს სიმართლეს არ შეესაბამება“, - აცხადებს ქურდოვანიძე.

კორნელი კაკაჩია  - იმ შემთხვევაში, თუ ხელისუფლება არ გაითვალისწინებს „მოსკოვის მექანიზმის“  რეკომენდაციებს,  უფრო გართულდება არსებული განგრძობადი პოლიტიკური კრიზისის მართვა და ქვეყანაში სტაბილურობის მიღწევა
ქართული პრესის მიმოხილვა 12.03.2026
FRESH GROUP: პორტატული ინფრასტრუქტურა
დაპორტირდი საიუბილეო დღეებში სილქნეტის ქსელში ექსკლუზიური პირობით
სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს - სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად
საწვავის გაძვირების ფონზე, „სოკარში“ პროდუქტის ღირებულება ყველაზე ნაკლებად გაიზარდა
Shopify-ის ოფიციალური პარტნიორი საქართველოსა და კავკასიის რეგიონში eCommerce 360 გახდა