მიხეილ ყაველაშვილს 13 ქვეყნის ელჩმა რწმუნებათა სიგელები გადასცეს

მიხეილ ყაველაშვილს 13 ქვეყნის ელჩმა რწმუნებათა სიგელები გადასცეს. ამის შესახებ ინფორმაციას მიხეილ ყაველაშვილის პრესსამსახური ავრცელებს.

მათი ცნობით, რწმუნებულთა სიგელების გადაცემა ცერემონიის ფონზე წარიმართა.

მიხეილ ყაველაშვილს რწმუნებათა სიგელები ბელგიის, ლუქსემბურგის, ფილიპინების, კამბოჯის, კვიპროსის, მალაიზიის, პაკისტანის, სომალის, ბურუნდის, გვატემალის, მალის, კორეისა და ტაჯიკეთის ელჩებმა გადასცეს.

მიხეილ ყაველაშვილმა დიპლომატებთან ქვეყნებს შორის მრავალმხრივი თანამშრომლობის გაღრმავების საკითხები განიხილა და ელჩებს თავიანთ საქმიანობაში წარმატება უსურვა.

ღონისძიებას პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი, ქეთევან კვინიკაძე და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, გიორგი ზურაბაშვილი ესწრებოდნენ“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ვიტალი ბალა - პრობლემა ისაა, რომ ზელენსკის მიმართ ნდობა ეცემა, რჩება შთაბეჭდილება, რომ ხელისუფლების წარმომადგენლები სამხრედროებს უფრო ხელს უშლიდნენ, ვიდრე ეხმარებოდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 24.08.2026
Skillwill-ში პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე წინასწარი რეგისტრაცია მიმდინარეობს
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ იანვარ-აგვისტოს საქმიანობა