შალვა პაპუაშვილი - უკვე ცნობილია, რომ „სამართლიანი არჩევნები“ არის თაღლითების ორგანიზაცია - ამ თაღლითურ ორგანიზაციას დღეს ბრიუსელი აფინანსებს

„სამართლიანი არჩევნები“ (ISFED) ცნობილია უკვე, რომ ეს არის თაღლითების ორგანიზაცია, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც მან აღნიშნა, „ამ თაღლითურ ორგანიზაციას ამერიკის დაფინანსება აღარ აქვს და დღეს ბრიუსელი აფინანსებს“.

„ISFED-მა 2020 წელს გააყალბა პარალელური დათვლის შედეგები და ყალბ შედეგებს ავრცელებდა თავის დონორ USAID-თან ერთად, რომელსაც აშშ-ის დღევანდელმა ადმინისტრაციამ „კრიმინალი“ უწოდა. USAID-ის ხელმძღვანელობასთან ერთად მალავდა ნამდვილ შედეგებს და გვატყუებდნენ, როგორც ISFED-ის, ისე USAID-ის ამერიკელი და ქართველი თანამშრომლები. ქართველ ხალხს გვატყუებდნენ, რომ რამენაირად აეყირავებინათ მაშინ ხელისუფლება და არჩევნები. 2024 წელს, მათ უკვე დამალეს და არ გამოაქვეყნეს პარალელური დათვლის შედეგები. ადრეც ვთქვი, ჩვენ გვაქვს საკმაოდ სარწმუნო ინფორმაცია, შედეგები რომ არ გამოექვეყნებინათ, ეს მათ უკარნახათ დონორმა. საინტერესოა, მგონი, ამაზეც უნდა ისაუბროს ISFED-მა, როგორ მიღო ეს გადაწყვეტილება, ჩართული იყვნენ თუ არა მისი დონორები და მათი კარნახით იყო თუ არა ამ შედეგების არგამოქვეყნება. ფაქტი ერთადერთ რამეს ადასტურებს - ეს არის თაღლითური ორგანიზაცია, რომელსაც ამერიკული დაფინანსება უკვე ჩაეხსნა და ამ თაღლითურ ორგანიზაციას დღეს აფინანსებს ბრიუსელი“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

მისივე შეფასებით, აღნიშნული ორგანიზაციის „რეპუტაცია ნულის ტოლია“.

„როდესაც ასეთ ორგანიზაციას ევროპელი გადასახადის გადამხდელების ფულს აძლევ, ეს არის ის ფული, რომელიც ხმარდება სხვა ქვეყანაში დესტაბილიზაციას და არჩევნების აყირავებას“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

ცნობისთვის, „სამართლიანმა არჩევნებმა” საქართველოს გენერალური პროკურატურისგან წერილი მიიღო, რომლითაც უწყება ითხოვს 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ხმების პარალელური დათვლისა და დათვლის შედეგად მიღებული დასკვნების ამსახველი სრული დოკუმენტაციის გაგზავნას. როგორც „სამართლიან არჩევნებში“ აღნიშნავენ, პროკურატურა დოკუმენტებს ითხოვს 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების სავარაუდო გაყალბების საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, ორგანიზაცია კი შესაბამის დოკუმენტაციას გააგზავნის.

მურმან მარგველაშვილი - უნდა შევურიგდეთ იმას, რომ საბოლოო ჯამში, ყველაფერს მომხმარებელი ანაზღაურებს, ეს არის ბუნებრივი და სწორი მიდგომა
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი