შალვა პაპუაშვილი - ბალტიის ქვეყნები ცდილობენ საქართველოს ხელისუფლება შეცვალონ - ფაქტია, ესტონეთის საგარეო საქმეთა თავქარიან მინისტრს წარმოდგენა არ აქვს ქართველი პოლიციელების სახელებზე და გვარებზე

ვხედავთ, რომ ყოფილი საბჭოთა სამი რესპუბლიკა, რომელიც დღეს ევროკავშირის წევრია, ბალტიის ქვეყნებს ვგულისხმობ, პირდაპირ ჩართულნი არიან იმაში, რომ საქართველოს კანონიერი ხელისუფლება შეცვალონ, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

პაპუაშვილის განმარტებით, ამერიკის ახალმა ადმინისტრაციამ შეცვალა მისი დამოკიდებულება სხვა ქვეყნების შიდა საქმეებში ჩარევის მხრივ, შეწყდა ყველა დაფინანსება.

როგორც პაპუაშვილი ამბობს, პრეზიდენტ ტრამპის განკარგულებაში პირდაპირ წერია, რომ ეს თანხა გამოიყენებოდა სხვა ქვეყნების დესტაბილიზაციისთვის.

„ზუსტად დესტაბილიზაციისთვის გამოყოფილი თანხები ჩაიხსნა. რაც ადრე კეთდებოდა USAID-ის, NED-ის, თუ სხვა ასეთი ორგანიზაციის ხელით, რომლებიც უფრო გამოცდილები იყვნენ ხელისუფლებების ცვლილებების საკითხებში უფრო ფარულად, არაპირდაპირ. დღეს ვხედავთ, რომ რამდენიმე ქვეყნის ხელისუფლება პირდაპირ არის ჩართული ამ პროცესში და ამაში განსაკუთრებით გამოირჩევიან ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკები, ყოფილი საბჭოთა სამი რესპუბლიკა, რომელიც დღეს ევროკავშირის წევრია, ბალტიის ქვეყნებს ვგულისხმობ, რომლებიც პირდაპირ ჩართულნი არიან იმაში, რომ საქართველოს კანონიერი ხელისუფლება შეცვალონ. ვხედავთ, რომ მთლიანად პლატფორმა აქვთ მიცემული ქართული ოპოზიციისთვის და ასევე, არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის, რომლებიც აღმოჩნდა, რომ არიან ესტონური NGO-ები, „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“ და ზოგიერთი სხვა. ესტონური NGO-ები დღეს გველაპარაკებიან ქართველო ხალხის სახელით. ასე რომ, მთელი ეს სცენარი, ამ სამი ბალტიელი ქვეყნის ხელისუფლების გამოუცდელობიდან გამომდინარე პირდაპირ სააშკარაოზე გამოვიდა, რომ მიზანი არის კანონიერი ხელისუფლების ცვლილება“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

მისი თქმით, ბოლო დღეების განმავლობაში საზოგადოება ხედავს დაწესებულ სანქციებს.

„იცით, რომ ერთის მხრივ, ნახევრად აღიარების, თუ არაღიარების რეჟიმში არიან ქართველი ხალხის ნების მიმართ და ვხედავთ, ასევე ბოლო დღეებში სანქციებს. სანქციები დაწესდა იმ დროს, როდესაც იმ დედაქალაქებში იმყოფებოდა ოპოზიცია და არასამთავრობო ორგანიზაციები, ესტონურები, როგორც საბოლოო ჯამში გამოჩნდა. სიაც ფაქტია, ესტონეთის საგარეო საქმეთა თავქარიან მინისტრს წარმოდგენა არ აქვს ქართველი პოლიციელების სახელებზე და გვარებზე, ხომ გასაგებია? ეს სია შედგენილი არის ესტონური NGO-ს „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ მიერ მათი მთავრობის დავალებით. მიზანი არის ნათელი, რაც ამ სამ ქვეყანას, მათ ხელისუფლებებს საქართველოს მიმართ აქვს, ეს არის კანონიერი ხელისუფლების შეცვლა. როგორც ჩანს, სურვილი არის, საქართველოში მოვიდეს ისეთი ხელისუფლება, რომელიც ივლის მათ ჭკუაზე. მე ამაზე დავწერე კიდევაც, რომ მიზანი სხვა არის - ამ სამ ხელისუფლებას საქართველოს მიმართ აქვს ერთადერთი ინტერესი, ეს ინტერესი მდგომარეობს იმაში, რომ ჩვენ ვიყოთ იარაღი და ინსტრუმენტი რუსეთის წინააღმდეგ. ამ სამ პოსტსაბჭოთა ქვეყანას აქვს თავისი შიშები რუსეთთან მიმართებაში და იმის ნაცვლად, რომ თამამად დადგნენ, ამ შიშებს გაუმკლავდნენ და თუ ბრძოლა უნდათ იბრძოლონ, ცდილობენ სხვა ქვეყნების ხელით, სხვა ხალხების ხელით რუსეთს ყურადღება გადაატანინონ სხვა საკითხებზე...

ლაშა ტალახაძეს რომ დაასანქცირებს რომელიმე ქვეყანა ამ დედამიწაზე, სირცხვილი არ არის, ეს? სირცხვილი არ არის საერთოდ? საკუთარ მოქალაქეებს რას ეუბნებიან? ამ შემთხვევაში ხომ, ესტონელ ხალხ არ წარმოადგენს საგარეო საქმეთა მინისტრი, რომელიც ამას აკეთებს მსოფლიოში ერთ-ერთი დამსახურებული სპორტსმენის მიმართ, თან რა მოტივით!

გუშინ „საერთაშორისო გამჭვირვალობამ“, ესტონურმა NGO-მ დაწერა კიდეც, განმარტებითი ბარათი სანქციებთან დაკავშირებით, რითაც საკუთარი თავი ამხილა, რომ ამ სიის ავტორი ის არის, თორემ იმ სიაში არის ხალხი, რომელთა 90%-ის სახელი და გვარი მე არ ვიცი. ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ცაჰკნა, რომელიც აქ დროშადახვეული დადიოდა, თქვენც ხომ ეჭვი არ გეპარებათ, რომ იმანაც არ იცის? ვნახეთ, განმარტებითი ბარათი სანქციებთან დაკავშირებით და იქ წერია, რომ „ლაშა ტალახაძე გამოირჩევა აგრესიით“. მე იმ ქართველს რა ვუთხარი, აი, ეს რომ დაწერა და ესტონეთს, თავის ხელისუფლებას მიაწოდა, რომ ეს კაცი დაასანქცირონ. მე იმ ქართველს რა ვუთხარი, „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ ვებ-გვერდზე ეს ტექსტი რომ აკრიფა, ატვირთა და დადო - „ლაშა ტალახაძე გამოირჩევა აგრესიულობით“. აი, იმ ქართველს რა ვუთხარი, ეს რომ გააკეთა. ეს ერთი წინადადება არის მაგალითი უსამშობლობისა. ის ადამიანი, ვინც ეს სია შეადგინა, ვინც ეს ჩაწერა, ჯერ ლაშა ტალახაძე ჩაწერა და ვინც საფუძვლად ეს ჩაუწერა, აი, იმ ადამიანს, რა კავშირი აქვს ამ ქვეყანასთან, ამ საზოგადოებასთან, საერთოდ ჩვენს ისტორიასთან, ჩვენს აწმყოსთან და მომავალთან და რა თქმა უნდა არ აქვს, იმიტომ, რომ „საერთაშორისო გამჭვირვალობა“ არის ესტონური NGO. ასე უნდა შევხედოთ, რომ არის ესტონური NGO და ესტონური გადმოსახედიდან შესაძლებელია, ეს მისაღებია“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

მანამდე კი, შალვა პაპუაშვილმა კიდევ ერთხელ ისაუბრა, თუ რატომ არ შეუერთდა საქართველო თავის დროზე, რუსეთისადმი დაწესებულ სანქციებს.

„ყველა თანხმდება, რომ საქართველომ მაშინ რომ გაქანებულიყო თავით ამ პროცესში და თავი აეფეთქებინა იმის გამო, რომ გარედან ვიღაცა, ვისაც ჩვენ მეგობრად ვთვლით, გვეუბნება, რომ „მიდი, მიდი, ახლა, შენც დაუწესე სანქციები“, საქართველო გარანტირებულად ეკონომიკურად დაინგრეოდა. ეს დათვლილი გვაქვს, 18%-მდე ეკონომიკური ვარდნა იქნებოდა, კოვიდზე ერთნახევარჯერ უარესი მდგომარეობა იქნებოდა. დიდი ალბათობით, ეს იქნებოდა ახალი ომი რუსეთთან და მეორე უკრაინა. მაშინ ხომ თქვენ გვეუბნებოდით, დაუწესეთ სანქციებიო და ჩვენ ხომ მართლები აღმოვჩნდით, რომ არ დაგიჯერეთ. ახლაც, შეიძლება ასე იყოს, რაღაცას გვეუბნებოდეთ და ჩვენ ვიყოთ მართლები“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე - საშინაო პოლიტიკაში პატური სიტუაციაა - ოპოზიცია ვერ ახერხებს ხელისუფლების იძულებას დანიშნოს ხელახალი არჩევნები, ვერც ხელისუფლება ახერხებს პერმანენტული ქუჩის აქციების ჩახშობასა და შეწყვეტას
ქართული პრესის მიმოხილვა 24.03.2025
30-31 მარტს შენთვის სასურველ ნივთებს 20%-იანი ფასდაკლებით შეიძენ
აზიისა და სპარსეთის ყურის ქვეყნების ბიზნესპალატა საქართველოს მასშტაბით უპრეცედენტო რეგიონულ ტურნეს აწყობს
ფოტოგამოფენა - „10 წელი ფოკუსში“