პაატა მანჯგალაძე - ყველა ისტორიულ ცვლილებას, არამხოლოდ კრიტიკა და საუბარი, არამედ აქტიური მოქმედება სჭირდება! დღეს უწყვეტი პროტესტის მე-100 დღეა და, რა თქმა უნდა, ვხვდებით რუსთაველზე

ყველა ისტორიულ ცვლილებას, არამხოლოდ კრიტიკა და საუბარი, არამედ აქტიური მოქმედება სჭირდება! დღეს უწყვეტი პროტესტის მე-100 დღეა და, რა თქმა უნდა, ვხვდებით რუსთაველზე,- ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ გენერალური მდივანი, პაატა მანჯგალაძე აცხადებს.

როგორც მანჯგალაძე აღნიშნავს, პროტესტი არ უნდა შეჩერდეს.

„რატომ ცდილობს ივანიშვილი და მისი პროპაგანდა ყოველდღიურად მტრების ძიებას და ხალხის კიდე უფრო დათრგუნვას და დაშინებას?

პასუხი მარტივია: ივანიშვილის რეჟიმს არ შეუძლია უკეთესი ცხოვრების შეთავაზება, ამიტომ შიშით, სიცრუით და ძალადობით მართავს.

ავტოკრატიას სჭირდება მტრის ხატი, რათა დამალოს თავისი ბოროტება.

ავტოკრატიას სჭირდება სიცრუე, რათა ხალხმა ვერ დაინახოს სიმართლე.

ავტოკრატიას სჭირდება ძალადობა, რადგან სხვა გზა აღარ დარჩა.

მათი პროპაგანდა მუშაობს ასე:

1- ყოველდღე ახალი „მტრის“ მოგონება – რომ ხალხმა ვერ დაინახოს რეჟიმის რეალური ბოროტება და მტრობა.

2 - ცრუ პროპაგანდა – რომ ხალხმა არ გაიგოს სიმართლე.

3 - საზოგადოების დაყოფა – რომ მათ წინააღმდეგ გაერთიანება ვერ შევძლოთ.

4 - შიშის დათესვა – რომ ხალხი აღარ გაბედოს პროტესტი.

5 - ციხე და ანგარიშსწორება – რომ ვერავინ გაბედოს სიმართლის თქმა.

6 - გაყალბებული სასამართლოები – რომ უსამართლობა კანონად აქციონ.

7 -კორუფცია და ხალხის გაღატაკება – რომ ყველა მათზე იყოს დამოკიდებული.

8 - პოლიტპატიმრები და რეპრესიები – რომ ვერავინ აიმაღლოს ხმა.

9 - ეროვნული ინტერესების ღალატი – რომ ქვეყანა საბოლოოდ ხელში ჩაიგდონ.

10- ისინი ცდილობენ დაშინებას, რადგან სხვაგვარად მმართველობა აღარ შეუძლიათ!

11- როცა ხელისუფლება შიშით იწყებს მართვას, ეს მისი ძალა კი არა, მისი დასასრულია!

ჩვენ კი შეგვიძლია ამ დასასრულის აჩქარება! არ უნდა დავნებდეთ, არ უნდა მივიღოთ და დავიჯეროთ მათ პროპაგანდას! ყველაზე მთავარი - პროტესტი არ უნდა შეჩერდეს!

ყველა ისტორიულ ცვლილებას, არამხოლოდ კრიტიკა და საუბარი, არამედ აქტიური მოქმედება სჭირდება! დღეს უწყვეტი პროტესტის მე-100 დღეა და რა თქმა უნდა, ვხვდებით რუსთაველზე“,-აღნიშნავს მანჯგალაძე.

ემილ ავდალიანი - ირანის წინააღმდეგ აშშ-ის ახალი სამხედრო კამპანიის დაწყება საკმაოდ რეალისტურია, ასეთ შემთხვევაში საქართველოს, აზერბაიჯანისა და ცენტრალური აზიის გავლით არსებულ აღმოსავლეთ-დასავლეთის მარშრუტებს მეტი მნიშვნელობა მიენიჭება
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის
„სქილვილის“ პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე რეგისტრაცია 9 ოქტომბერს სრულდება - დარეგისტრირდით VET.GE-ზე