პროკურორი - გიორგი ბაჩიაშვილის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის მოლოდინი მაქვს - საქმეში არის ბრალდებულის აღიარება, რომ ინვესტიციაში მისი წილობრივი მოცულობა მილიონნახევარი აშშ დოლარი იყო, მიიღო ბევრად მეტი და ინვესტორს არ მისცა

აღიარება არის ბრალდებულის, რომ ინვესტიციაში მისი წილობრივი მოცულობა მილიონნახევარი ამერიკული დოლარი იყო. მიიღო ბევრად მეტი და ინვესტორს [ბიძინა ივანიშვილს] არ მისცა, რაც უნდა მიეცა, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის კრიპტოვალუტის მითვისების საქმეზე ბრალდებულ და ახლა უკვე ძებნაში მყოფ გიორგი ბაჩიაშვილის საქმის პროკურორმა მიხეილ სადრაძემ განაცხადა.

მან დღევანდელ სასამართლო პროცესზე დასკვნითი სიტყვა წარმოთქვა.

პროკურატურას ბაჩიაშვილის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის მოლოდინი აქვს.

„ყველა მტკიცებულების დემონსტრირება მოვახდინე. რაც შეეხება ბაჩიაშვილის აღიარებას, სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ - ბრალის შესახებ დადგენილებაში მითითებულია, რომ მისი მონაწილეობა ინვესტიციაში მილიონნახევარი დოლარის ფარგლებში მერყეობდა, ამას აღიარებს თვითონ, ეს არის დოკუმენტი, ოფიციალური თარგმანი, კითხვარი და პასუხია, სადაც შეგიძლიათ ნახოთ, რომ 2016 კომპანია "მიშენ გეითი" აწარმოებს კონტრაქტს. ეს არის დოკუმენტი, სადაც ბრალდებული პირდაპირ აცხადებს, რომ მან დააფინანსა მილიონნახევარი დოლარის ფარგლებში. აღიარება არის ბრალდებულის, რომ ინვესტიციაში მისი წილობრივი მოცულობა მილიონნახევარი ამერიკული დოლარია, სხვას არაფერს ვედავებით, მიიღო ბევრად მეტი და ინვესტორს არ მისცა, რაც უნდა მიეცა.

აბსოლუტურად ყველა მტკიცებულება პირდაპირ ადასტურებს ბრალდებულის დამნაშავეობას ყველა კომპონენტში, შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენის მოლოდინი ნამდვილად მაქვს",- აცხადებს სადრაძე.

ცნობისთვის, გიორგი ბაჩიაშვილს ბრალი სისხლის სამართლის 3 საქმეზე აქვს წარდგენილი და სამივე მათგანზე აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა დაუსწრებლად აქვს შეფარდებული.

კერძოდ, გიორგი ბაჩიაშვილის თავდაპირველად ბრალი "ქართული ოცნების" დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის კუთვნილი კრიპტოვალუტის მითვისების გამო წარუდგინეს. ბრალდება 2017 წელს განხორციელებულ ქმედებას ეხება. კერძოდ, პროკურატურის ინფორმაციით, ბაჩიაშვილმა ინვესტორს ჩადებული ინვესტიციიდან მიღებული სრული მოგების სანაცვლოდ მხოლოდ 536 900 აშშ დოლარი გადასცა, ხოლო დარჩენილი ინვესტორის კუთვნილი 8986 ოდენობის ბიტკოინი მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისა, რომლის ღირებულებაც მისი მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლების პერიოდში 43 მილიონამდე აშშ დოლარს შეადგენდა.

მას აღკვეთის ღონისძიების სახით 2 500 000-ლარიანი გირაო ჰქონდა შეფარდებული, ასევე დაწესებული ჰქონდა დამატებითი შემზღუდავი ღონისძიებები. თუმცა, ამ საქმეზე, ბაჩიაშვილს გირაო პატიმრობით შეეცვალა.

აღნიშნული ქმედება 9-დან 12-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ასევე, გიორგი ბაჩიაშვილს ბრალი "მტკვარი ჰესის" საქმეზე საქართველოს სსკ-ის 2201-ე მუხლის მე-2 ნაწილით წარედგინა, რაც სპეციალური უფლებამოსილების მქონე პირის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შეუსრულებლობას ან არაჯეროვნად შესრულებას გულისხმობს, რამაც მძიმე შედეგი გამოიწვია. წარდგენილი ბრალდება სასჯელის სახედ და ზომად 2-დან 5- წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. აღნიშნულ საქმეზეც მას აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული 50 000-ლარიანი გირაო პატიმრობით შეეცვალა.

ბაჩიაშვილს ბრალი ასევე საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთის საქმეზეც აქვს წაყენებული. მას ამ საქმეზე აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვს შეფარდებული.

მიჰაუ კობოსკო - ვიმედოვნებთ, თქვენი მთავრობა აირჩევს ევროპულ, დემოკრატიულ გზას ან გადადგება მოქალაქეთა პროტესტის გათვალისწინებით
ქართული პრესის მიმოხილვა 20.03.2025
ავთანდილ წულაძე - ტრამპი ცდილობს ჩინეთს რესურსებით მდიდარი რუსეთი ჩამოაშოროს, ამიტომაცაა ტრამპი რუსეთთან დათმობებზე რომ მიდის
„ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლები ბიძინა ივანიშვილს მიმართავენ
სიახლე PSP-სგან - პირველი ლოქერი ფარმაციაში
BDO Digital-მა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი აღიარება მოიპოვა
დაპორტირდი სილქნეტის ქსელში და მიიღე 50% ფასდაკლება ულიმიტო პაკეტებზე
„თეთრმა კვადრატმა“ „მიცუბიშ ელექტრიკთან” თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა
„მთავარი არხის“ დირექტორი, გიორგი ქურდაძე განცხადებას ავრცელებს