მიშა ანდღულაძე პროკურატურას მიმართავს და ნიდერლანდებში მასზე მომხდარი თავდასხმის გამო დაზარალებულად ცნობას და დაცვის დანიშვნას მოითხოვს

მსახიობი და იუმორისტი მიშა ანდღულაძე პროკურატურას საჩივრით მიმართავს.

მიშა ანდღულაძე ნიდერლანდებში მასზე მომხდარი თავდასხმის შემდეგ დაზარალებულად ცნობას და დაცვა დანიშვნას მოითხოვს.

„საჩივარში მოვითხოვ, რომ მცნონ დაზარალებულად და დამინიშნონ დაცვა. მე არ მაქვს საშუალება, რომ დაცვით ვიარო. გამოდის, რომ არათუ საკუთარ ქვეყანაში, არამედ საზღვარგარეთაც არ ვარ დაცული. გამოცხადებული სიკვდილის ქრონიკას ჰგავს ეს, ყველა თითქოს, მომართულია, რომ მე დამაკლდა და კიდევ მეტი უნდა ყოფილიყო”, - აღნიშნა ანდღულაძემ.

ინფორმაციისთვის, რამდენიმე დღის წინ, მსახიობმა და იუმორისტმა, მიშა ანდღულაძემ აღნიშნა, რომ ნიდერლანდებში მასზე თავდასხმა განხორციელდა. როგორც მიშა ანდღულაძემ განმარტა, მასზე მომხდარი თავდასხმა „ძალიან ჰგავდა წინასწარ დაგეგმილ ამბავს“.

„ეს იყო დაგეგმილი თავდასხმა, ათი კაცი ერთზე. თან სხვა რამ მოხდა და სხვა რაღაც დაწერეს პოსტში, თითქოს, ("ქართული ოცნების") ამომრჩევლებს რუსები ვეძახე, როცა რეალურად, ჩვეულებრივი კომედი საღამო გვქონდა. ძალიან ჰგავს წინასწარ დაგეგმილ ამბავს. მითუმეტეს, ვინც იღებდა ის“,-აღნიშნავდა მიშა ანდღულაძე.

ვახტანგ ძაბირაძე - როგორც ჩანს, ივანიშვილი არა მარტო საკუთარ ამომრჩეველს და ვერტიკალს აკონტროლებს, არამედ ოპოზიციური სპექტრის გარკვეული ძალების ნაწილსაც
გიორგი კობერიძე - მოსკოვის სიტყვას ფასი არ აქვს, თუ მას ზურგს არ უმაგრებს უხეში ძალა და შეკავების რეალური მექანიზმები
ქართული პრესის მიმოხილვა 31.08.2026
Samsung Galaxy S26 FE - აქცენტი იმაზე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია