პროკურატურის ინფორმაციით, სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთაში დახმარების სანაცვლოდ შოთა ქარუმიძეს გიორგი ბაჩიაშვილმა 30 000 დოლარი გადაუხადა - ქარუმიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა

„თანაინვესტირების ფონდის“ ყოფილი გენერალური დირექტორის, გიორგი ბაჩიაშვილის მიერ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთაში დახმარების ფაქტზე ბრალდებულ შოთა ქარუმიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ირაკლი ხუსკივაძემ მიიღო.

დღევანდელ სხდომაზე დაკავებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე იმსჯელეს.

პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების ითხოვდა.

როგორც საქმის პროკურორი ანი ხახანაშვილი განმარტავდა, ქარუმიძის მიმართ პატიმრობის გამოყენების როგორც ფორმალური, ასევე ფაქტობრივი საფუძვლები არსებობს. პროკურორის თქმით, ბრალდებულის მხრიდან მიმალვის, ახალი დანაშაულის ჩადენისა და მტკიცებულებების განადგურების საფრთხე არსებობს.

ხახანაშვილის განმარტებით, ასევე დასადგენია დანაშაულთან შემხებლობაში მყოფი სხვა პირები. ასევე მან ისაუბრა იმასთან დაკავშირებითაც, რომ დაკავებული წარსულში ძალადობრივი დანაშაულისთვისაა ნასამართლევი.

როგორც პროკურორის შუამდგომლობიდან ირკვევა, შესრულებული სამუშაოს გამო, ქარუმაძეს 30 000 დოლარი გადაუხადეს.

ბრალდებულის ადვოკატი ალექსანდრე ამირხანაშვილი პროკურატურის შუამდგომლობას არ დაეთანხმა. ადვოკატის თქმით, აუცილებლობას არ წარმოადგენდა უმკაცრესი აღკვეთის ღონისძიების პატიმრობის გამოყენება, ვინაიდან ის ბრალდებასაც ეთანხმება. ამირხანაშვილის განმარტებით, ბრალდების მხარის მიერ გაჟღერებულ ინფორმაციაში ლომის წვლილი სწორეს ბრალდებულმა შეიტანა.

ადვოკატმა შოთა ქარუმიძის მიმართ 80 000-ლარიანი გირაოს გამოყენება იშუამდგომლა.

სიტყვით ისარგებლა ბრალდებულმაც და აღნიშნა, რომ ის გამოძიებასთან თანამშრომლობს.

„დედაჩემი არის ცუდად, ამასაც თუ გაითვალისწინებთ, კარგი იქნება. უჩემოდ უჭირს გადაადგილება. ვთანამშრომლობ და ვითანამშრომლებ, რომ არ მდომოდა თანამშრომლობა, დუმილის უფლებით ვისარგებლებდი. პირიქით, წავედი თანამშრომლობაზე. მიმალვის საშიშროება არ არის“, - განაცხადა ქარუმიძემ.

ცნობისთვის, შოთა ქარუმიძემ მიმდინარე წლის 2 მარტს, წინასწარ შემუშავებული გეგმის შესაბამისად და ფულადი თანხის სანაცვლოდ, ავტომობილში სპეციალურად მოწყობილი სამალავით, საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე სომხეთის მიმართულებით მალულად გადაიყვანა გიორგი ბაჩიაშვილი, რომელსაც, როგორც ბრალდებულს აკრძალული ჰქონდა ქვეყნის დატოვება.

დაკავებულს ბრალდება სსკ-ის 25, 344-ე მუხლის პირველი ნაწილით (საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთაში დახმარება) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ 3-დან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიციას აუცილებლად უნდა ჰყავდეს მკვეთრად გამოხატული ერთი ლიდერი და ეს ლიდერი პოლიტიკაში შედარებით ახალი ფიგურა უნდა იყოს - სუფთა ხელებით, შეულახავი რეპუტაციით
ქართული პრესის მიმოხილვა 16.04.2026
WhiteBIT საქართველომ, ეროვნული ბანკისგან ბროკერის ლიცენზია მოიპოვა
„მეტროპოლ ლისი“ - ცხოვრება, როგორც დასვენება და სახლი, რომელიც ბუნებასთან ახლოს ჩაიფიქრე
„თეთრმა კვადრატმა“ პროექტების განვითარებისთვის 8 მილიონი აშშ დოლარი მოიზიდა
PSP-ში K-Beauty გათამაშებაში 1000 პრიზთან ერთად შეგიძლიათ მოიგოთ სამოგზაურო ტური სამხრეთ კორეაში
„მაკდონალდს საქართველომ“ ბიზნესის და ტექნოლოგიების უნივერსიტეტთან (BTU) ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა
თიბისის მხარდაჭერით თბილისის წიგნის ბაზრობა გაიმართება
#აჩუქეწიგნი, ჩაერთე კამპანიაში და იპოვე შენთვის საყვარელი ადამიანის მიერ დაწერილი პერსონალური წერილი „ბიბლუსის“ მაღაზიებში