„ბაკურიანი 2025" თემაზე საკოლექციო დანიშნულების 5 ლარის ნომინალის ვერცხლის მონეტის რეალიზაცია იწყება

საქართველოს ეროვნული ბანკი ევროპის ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის „ბაკურიანი 2025" თემაზე საკოლექციო დანიშნულების მონეტის რეალიზაციას იწყებს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს.

მათივე ცნობით, მონეტების რეალიზაცია 2025 წლის 10 მარტს, 10:00 საათიდან ელექტრონული პლატფორმის - www.tkt.ge და საქართველოს ეროვნული ბანკის სალაროებიდან მოხდება. 2025 წლის 13 მარტიდან, მონეტის სარეალიზაციო მარაგის არსებობის შემთხვევაში, მისი რეალიზაცია სალაროების პარალელურად, გაგრძელდება სებ-ის ფულის მუზეუმის ინტერნეტ მაღაზიიდანაც https://moneymuseum.nbg.gov.ge/

„იმისათვის, რომ მონეტის შეძენა შეძლოს მაქსიმალურად ბევრმა დაინტერესებულმა პირმა, რეალიზაციის დაწყებიდან პირველი 5 დღის განმავლობაში ერთ მომხმარებელს შეეძლება შეიძინოს მხოლოდ ერთი ცალი მონეტა.

მონეტის სარეალიზაციო ფასი 110 ლარია.

მონეტის შეძენასთან დაკავშირებით ინფორმაცია, იხილეთ აღნიშნულ ბმულზე

მონეტის დიზაინის ესკიზი „ბაკურიანი 2025" საორგანიზაციო კომიტეტთან თანამშრომლობით მომზადდა, ხოლო მონეტები პოლონეთის ზარაფხანაში 5,000-იანი ტირაჟით მოიჭრა.

მონეტის ავერსზე გამოსახულია მოთხილამურე და ნომინალის დასახელება „5 ლარი" (ფერადი დეტალები) დათოვლილი მთის ფონზე. კიდეზე რკალისებურად დატანილია მოვლენის აღმნიშვნელი წარწერები „ევროპის ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი" და „ბაკურიანი 2025", ერთმანეთისგან გამოყოფილი ფიფქებით.

მონეტის რევერსზე გამოსახულია ფესტივალის ლოგო (ფერადი დეტალი) დათოვლილი მთის ფონზე და წარწერა „საქართველო", "Georgia", რომელთა შორის დატანილია ფიფქები.

მონეტის მახასიათებლები:

ნომინალი: 5 ლარი

შემადგენლობა: Ag 925

წონა: 15.5 გ

დიამეტრი: 33 მმ

წიბო: გლუვი

ხარისხი: პრუფი

გამოშვების წელი: 2025

საქართველოს ეროვნული ბანკი მადლობას უხდის ევროპის ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის „ბაკურიანი 2025" საორგანიზაციო კომიტეტს ინიციატივისა და მონეტის დიზაინის ესკიზის მოწოდებისათვის”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის