სალომე სამადაშვილი - არ არსებობს არანაირი მოლაპარაკებები „ქართულ ოცნებასა“ და აშშ-ს შორის - სანდო ინფორმაცია მაქვს, რომ ივანიშვილს არავინ ელაპარაკება მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ბევრ ფულს ხარჯავს

სანდო ინფორმაცია მაქვს, რომ ივანიშვილს არავინ ელაპარაკება მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ბევრ ფულს ხარჯავს, - ამის შესახებ კოალიცია „ძლიერი საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა სალომე სამადაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა.

სალომე სამადაშვილის თქმით, „ქართულ ოცნებას“ აშშ-ის ადმინისტრაციასთან „რაღაც ტიპის“ კონტაქტი სჭირდება, რათა ხალხის მოტყუება ისევ გააგრძელოს.

„არ არსებობს არანაირი მოლაპარაკებები „ქართულ ოცნებასა“ და აშშ-ს შორის. საზოგადოებამ რომ იცოდეს, ბიძინა ივანიშვილი ძალიან ბევრ ფულს ხარჯავს, დაქირავებული ჰყავს ხალხი, მაგრამ ვერ მოახერხა ის, რომ მას ვინმე დაელაპარაკოს. სანდო ინფორმაცია მაქვს, რომ ივანიშვილს არავინ არ ელაპარაკება მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ბევრ ფულს ხარჯავს. მას არავინ არ ელაპარაკება, მაგრამ მას ეს ურთიერთობები საქართველოსთვის კი არ სჭირდება, მას ეს სჭირდება, რომ მორიგ ჯერზე ხალხი მოატყუოს, როგორც 2012 წელს მოატყუა და გაასულელა ქართველი ხალხი. მას აქვს სურვილი, რომ რაღაც ტიპის კონტაქტი შედგეს, რომ შემდეგ გააგრძელოს ხალხის გასულელება. ჯერჯერობით არ გამოსდის და არანაირი მოლაპარაკებები არ არსებობს. ისინი ვერ ჩადიან ვერსად და არავინ არ ელაპარაკება აშშ-ში“, - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

სალომე სამადაშვილის მოსაზრებით, „ბიძინა ივანიშვილის რეჟიმთან ურთიერთობა“ აშშ-ს რომ სჭირდებოდეს, ტრამპის ადმინისტრაცია ამისთვისაც მოიცლიდა.

„ამერიკის ამ ადმინისტრაციამ მოიცალა სომხეთისთვის, აზერბაიჯანისთვის და შეკითხვა არის ძალიან მარტივი, თუ ვინმეს რამეში სჭირდება ბიძინა ივანიშვილის რეჟიმთან ურთიერთობა, რატომ ვერ მოიცალეს მათთვის? სინამდვილეში მე ვფიქრობ, რომ „ქართული ოცნება“ ტყუილებით კვებავს იმ ხალხს, ვინც მის საყრდენად ჯერ კიდევ რჩება. გვახსოვს სისულელეებს რომ ლაპარაკობდა ირაკლი კობახიძე, რომ 20 იანვრამდე უნდა გავძლოთ, უნდა დავშალოთ პროტესტი იმიტომ, რომ 21 იანვრიდან ახალ რეალობას ელოდებოდნენ. 20 მარტია მალე და ვხედავთ, რომ ზედ არ უყურებს არავინ ბიძინა ივანიშვილის რეჟიმს. დადიან ხან თურქმენეთში, ხან ტაჯიკეთში, ხან უზბეკეთში, იქ სადაც არავინ არ ჰკითხავს, რატომ გააყალბეს არჩევნები და რატომ ამყარებენ ქვეყანაში ავტოკრატიულ რეჟიმს“, - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო