ირაკლი მელაშვილი - ხალხი გაჩერებას არ აპირებს, მაგრამ სამწუხაროდ, ოპოზიციაში არ არიან ლიდერები, რომლებიც მზად არიან საკუთარ თავზე აიღონ პოლიტიკური პასუხისმგებლობა და ეს არის ყველაზე მძიმე ამბავი

ხალხი გაჩერებას არ აპირებს, მაგრამ სამწუხაროდ, ოპოზიციაში არ არიან ლიდერები, რომლებიც მზად არიან საკუთარ თავზე აიღონ პოლიტიკური პასუხისმგებლობა და ეს არის ყველაზე მძიმე ამბავი, - ამის შესახებ ანალიტიკოსმა ირაკლი მელაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.

მელაშვილის თქმით, პოლიტიკურ სპექტრში ერთადერთი ადამიანი, ვისაც გარკვეული მხარდაჭერა აქვს ხალხში, საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილია.

„90-იანი წლების ბოლოდან ქართულ პოლიტიკაში ვიყავი, ახლაც მუდმივად ვაკვირდები პროცესებს და ასეთი შიმშილი ლიდერებზე, არასდროს არ ყოფილა საქართველოში. შიმშილი ადამიანებზე, რომლებიც მზად არიან არა იმისთვის, რომ ეკრანებთან დადგნენ და საკუთარი თავი შესთავაზონ ადამიანებს, არამედ მიიღონ პოლიტიკური გადაწყვეტილებები და აიღონ მასზე პასუხისმგებლობა, პოლიტიკურ პროცესს ჩაუდგნენ სათავეში. ასეთია მდგომარეობა, ასეთია მოცემულობა.

ქალბატონი სალომე არის ერთადერთი პოლიტიკურ სპექტრში, რომელსაც გააჩნია მოსახლეობის გარკვეული მხარდაჭერა. იმედი მაქვს, რომ პოლიტიკური პარტიები არ დაფანტავენ ამ ნდობას ისე, როგორც საკუთარი ნდობა დაფანტეს. ახლა თუ მის გარშემო წავიდა პარტიული იწილო-ბიწილო და გაურკვევლობები, ვინ პირველია, ვინ მეორე, ვინ მესამე და მეოთხე, ძალიან ცუდი იქნება. მთავარი თემაა, როგორ მივდივართ არჩევნებამდე და ჯერჯერობით ამაზე არაფერი არ ისმის“, - განაცხადა ირაკლი მელაშვილმა.

ირაკლი მელაშვილის განმარტებით, პროტესტი არ არის თვითმიზანი, არამედ ის უნდა იყოს ერთიანი გეგმის ნაწილი.

„არ მგონია, რომ ცალკეულ პარტიებს აქვთ რაიმე სერიოზული საშუალება იქიდან გამომდინარე, რომ მათ ლიდერებს ადამიანების უმრავლესობა უბრალოდ არ ენდობა. ეს მოცემულობაა და პარტიის ლიდერებმა თავად უნდა იფიქრონ ამაზე. თუ კარგად დაიგეგმება და კარგად იქნება მიმართულებები განსაზღვრული, საპროტესტო ტალღის გაზრდა შეიძლება, ოღონდ ეს უნდა იყოს შედეგებზე ორიენტირებული. 100 დღეა ქუჩაში დგანან, დავუჩოქებ ამ ადამიანებს და მადლობას ვეტყვი, მაგრამ იმათ, ვინც პოლიტიკური პროცესები უნდა წარმართონ, შეიძლება ვინმემ თქვას, რაში გამოიყენეს ეს 100 დღე?“, - განაცხადა ირაკლი მელაშვილმა.

„მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის ავტორი პატრიცია გრჟებიკი - არავისგან არ მიმიღია არანაირი პოლიტიკური ინსტრუქცია - არ მქონია მიზნად „იურიდიული ომის“ დაწყება, როგორც ამას საქართველოს მთავრობა ამტკიცებს
ქართული პრესის მიმოხილვა 02.04.2026
ემილ ავდალიანი - საქართველოს საგარეო პოლიტიკის ტრანსფორმირების პროცესმა, რომელიც 2022 წლიდან დაიწყო, შესაძლოა, ირან-აშშ-ის ომის დამთავრების შემდეგ მიიღოს სრული ფორმა
Bybit Georgia - საქართველო იმყარებს პოზიციას, როგორც რეგიონული კრიპტო ჰაბი
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
ზვიად კორძაძე იურიდიული ფირმების ასოციაციის თავმჯდომარედ აირჩიეს
„ბაკურიანი” გიორგი მიქაუტაძესთან ერთად, ახალ ლიმიტირებულ შეფუთვას წარმოგიდგენთ
ვეტცელი 1908 - ბაზისბანკი თანამედროვე სტუმარ-მასპინძლობის გასტრონომიური სახლის მხარდამჭერია