ირაკლი კუპრაძე და მასთან ერთად დაკავებული სამივე პირი გაათავისუფლეს

„ლელო - ძლიერი საქართველოს“ გენერალური მდივანი ირაკლი კუპრაძე და კიდევ სამი წევრი: ოთარ ფარულავა, ბექა ბერიძიშვილი და ჯუბა ლოლაძე გაათავისუფლეს.

როგორც პოლიციის შენობის დატოვების შემდეგ ირაკლი კუპრაძემ განაცხადა, ერთ-ერთი დაკავებული ბექა ბერიძიშვილი 2000 ლარით დააჯარიმეს. ხოლო, თავად კუპრაძეზე, ჯუბა ლოლაძეზე და ოთო ფარულავაზე დაიწყო საქმის წარმოება.

კუპრაძის თქმით, დააკავეს იმის გამო, რომ აქციაზე ლაზერით ანათებდნენ პარლამენტის შენობას.

“აქციიდან სახლებში მივდიოდით. ვარაზისხევზე ერთმა საპატრულო ეკიპაჟმა გაგვაჩერა. შემდეგ შემოუერთდა 2 საპატრულო ეკიპაჟი. ივანიშვილს ეშინია ლაზერის, რომელიც პარლამენტის კედელს ანათებდა. ჩვენ თავისუფალი ვართ, მაგრამ ლაზერი არის "დაკავებული". უნდა ითქვას, რომ კარგი პოლიციელები შეგვხვდნენ, რომლებსაც ცუდი დავალების შესრულება უწევთ.

ბექა ბერიძიშვილი 2000 ლარით დააჯარიმეს. ჩვენ სამზე: ჩემზე, ჯუბა ლოლაძეზე, ოთო ფარულავაზე დაიწყო საქმის წარმოება. რა ტიპის საქმეა ჯერ არ ვიცით, ალბათ ვნახავთ უახლოეს დღეებში რა წერილი მოგვივა”, - აცხადებს კუპრაძე “ტვ პირველთან”.

ესტონეთის ელჩი - მიმდინარე კვირას თბილისს ვტოვებ - ჩემი წასვლა ასახავს თუ არა საქართველო-ესტონეთის არსებულ ურთიერთობას? - რა თქმა უნდა, ასახავს, ამის დამალვა არ შემიძლია!
ქართული პრესის მიმოხილვა 09.03.2026
გიორგი მელაშვილი - „ქართული ოცნების“ ქმედებების გამო მცირდება როგორც საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შანსები, ასევე ჩვენი სატრანზიტო ფუნქცია
საქართველოში Kinkladze Foundation დაფუძნდა - ინიციატივა ახალგაზრდების გაძლიერებასა და მასობრივი ფეხბურთის განვითარებას ემსახურება
სააქციო საზოგადოება „ნიკორა“ რებრენდინგის შედეგად საქმიანობას „ნიკორა მენეჯმენტ ჯგუფის“ (NMG) სახელით განაგრძობს
რაც ქალებს ყველაზე მეტად სჭირდებათ, ჩვენთან არ იყიდება