უკრაინელებმა 12 ოლქში 73 დრონი ჩამოაგდეს

რუსულმა ძალებმა, 9 მარტის ღამეს, უკრაინის ტერიტორიას 119 უპილოტო საფრენი აპარატით შეუტიეს, უკრაინელებმა 73 მათგანი ჩამოაგდეს, - ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალებზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, 37 დრონი დაკარგულად გამოცხადდა.

რუსებმა დრონები რუსეთის ორიოლის, მილეროვოს, კურსკის, ბრიანსკისა და პრიმორსკო-ახტარსკის ტერიტორიებიდან და ოკუპირებული ყირიმიდან გაუშვეს.

დრონების ჩამოგდება დადასტურდა ხარკოვის, პოლტავას, სუმის, ჩერნიგოვის, ჩერკასის, კიევის, კიროვოგრადის, ჟიტომირის, ხმელნიცკის, დნიპროპეტროვსკის, ზაპოროჟიესა და მიკოლაივის ოლქებში.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს