თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის გაფიცულმა სტუდენტებმა შენობა დატოვეს

საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის გაფიცულმა სტუდენტებმა შენობა დატოვეს.

სტუდენტების თქმით, უნივერსიტეტის ადმინისტრაციამ მესამედ გამოიძახა პოლიცია. მათი განმარტებით, თუ ისინი შენობას არ დატოვებდნენ, ამ შემთხვევაში მათ დაკავება ემუქრებოდათ, ამიტომაც სტუდენტების თქმით, უნივერსიტეტის დატოვების გადაწყვეტილება მიიღეს.

„ადმინისტრაციის მხრიდან არაადამიანური მოპყრობა არ გვიკვირს, მაგრამ ამ დღეს მოხდა რაღაც გარდამტეხი. ჩვენ გვაიძულეს, რომ დაგვეტოვებინა ის სივრცე, საიდანაც ვაჟღერებდით ჩვენს ხმას, მაგრამ ვთვლი, რომ აქედან გამომდინარე, არაფერი არ იცვლება. პირობას გაძლევთ, რომ ჩვენ ყველა უკანონოდ დაპატიმრებული ადამიანისთვის და ამ ქვეყნის მომავლისთვის ბოლომდე ვიბრძოლებთ“, - განაცხადა ერთ-ერთმა სტუდენტმა.

ცნობისთვის, დღეს საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის გაფიცული სტუდენტების ნაწილი სამართალდამცველებმა დააჯარიმეს. სტუდენტების ინფორმაციით, ჯარიმა გამოუწერეს დაახლოებით, 10 სტუდენტს.

როგორც სტუდენტები აცხადებენ, სამართალდამცველებმა ისინი შეკრება მანიფესტაციის წესის დარღვევის გამო დააჯარიმეს, რომელიც 5 000-ლარიან ჯარიმას ითვალისწინებს.

ლევან  ლორთქიფანიძე - პარტიების აკრძალვა ემსახურება ტემპერატურის გაზრდას, დაძაბულობის მატებას, დაპირისპირების გამწვავებას, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის ოლიგარქიის მანიპულაციებისთვის
პარტიების აკრძალვის სარჩელში დამალული საფრთხეები საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
ისწავლე Skillwill-ში სრული დაფინანსებით და გაიარე ანაზღაურებადი სტაჟირება
„ჩვენნაირი პატარა სკოლისთვის ეს ძალიან დიდი საჩუქარია“ - NMG სკოლების მხარდაჭერას აგრძელებს
საქართველოს საბანკო ასოციაცია - ფინანსური თაღლითობის ახალი სქემა: თაღლითები ბანკის სახელით მოქმედებენ
სითიზენ ექსპოს განვითარების ხედვა: ნაკლები განაშენიანება, მეტი სივრცე ქალაქისთვის
ფიტნეს კლუბების ქსელი „Reforma“
„სმარტი“ თბილისში 55-ე მარკეტს ხსნის
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს