უკრაინული მედია - უკრაინა IRIS-T მწარმოებელთან იმუშავებს - რაკეტების და საჰაერო თავდაცვის სისტემების მიწოდება სამჯერ გაიზრდება

უკრაინის თავდაცვის სამინისტრომ ურთიერთგაგების მემორანდუმი გააფორმა გერმანულ კომპანია Diehl Defence-თან, რომელიც IRIS-T-ის საჰაერო თავდაცვისა და სარაკეტო თავდაცვის სისტემებს აწარმოებს, - ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის თავდაცვის მინისტრზე, რუსტემ უმეროვზე დაყრდნობით ავრცელებს.

უმეროვის განმარტებით, დოკუმენტი ითვალისწინებს რაკეტებისა და საჰაერო თავდაცვის სისტემების მიწოდების სამჯერ გაზრდას და ასევე გზას უხსნის მსხვილ ინდუსტრიულ პროექტებს, რომლებიც გააძლიერებენ უკრაინის საჰაერო თავდაცვას.

"მადლობა Diehl Defense-ს ნდობისთვის და თანამშრომლობისთვის. მნიშვნელოვანია, რომ მსოფლიოს წამყვანი თავდაცვის კომპანიები დგამენ ნაბიჯს უკრაინისკენ. თავისუფალი სამყარო ჩვენს მხარესაა და ჩვენ ერთად ვხსნით ახალ შესაძლებლობებს თავდაცვის გასაძლიერებლად“, - აცხადებს უმეროვი.

პეტერ ფიშერი - ჩვენ არ ვართ რეჟიმის შემცვლელი აგენტები, არ გვადარდებს, ვინ მართავს საქართველოს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.02.2026
მარინე ჩიტაშვილი - რეალურად, არ იქმნება საშუალება, რომ კვლევაზე დაფუძნებული სწავლება განვითარდეს, ეს საქართველოს მასშტაბით ერთდროულად უმაღლესი განათლების და კვლევითი პოტენციალის მკვლელობაა
როგორ ნერგავს Merlons-ი ევროპული ცხოვრების სტანდარტს საქართველოში
m²-მა და LIB.GE-მ ღონისძიებების სერია - „გაბედე“ წარადგინა
სპორტული მენეჯმენტის ახალი ერა საქართველოში: Johan Cruyff Institute საერთაშორისო კურსები თბილისში
უსაფრთხო ინტერნეტი: რჩევები საბანკო ასოციაციისგან მშობლებს, მოზარდებსა და სკოლებს
„არქის“ თანაორგანიზებით უძრავი ქონების საერთაშორისო ფორუმი ჩატარდა