რუსულმა ძალებმა უკრაინას 176 დრონით შეუტიეს, უკრაინელებმა 12 ოლქში 130 დრონი ჩამოაგდეს

რუსეთმა წუხელ უკრაინაზე თავდასხმა 176 დრონის, მათ შორის Shahed-ის ტიპის დრონების გამოყენებით განახორციელა, - ინფორმაციას უკრაინული მედია საჰაერო ძალების შეიარაღებულ ძალებზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, უკრაინელებმა Shahed-ის და სხვა ტიპის 130 უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს ხარკოვში, პოლტავაში, სუმიში, ჩერნიგოვში, ჩერკასში, კიევში, კიროვოგრადში, ჟიტომირში, ვინიცაში, დნიპროპეტროვსკში, ზაპორიჟიესა და დონეცკის ოლქებში. ამასთან, 42 დრონმა ორიენტაცია დაკარგა და სამიზნეს ვერ მიაღწია.

რუსებმა უკრაინის წინააღმდეგ დრონები სხვადასხვა მიმართულებიდან გაუშვეს, მათ შორის რუსეთის შატალოვოს, მილეროვოს, კურსკის, ბრაიანსკისა და პრიმორსკო-ახტარსკის ტერიტორიიდან და ასევე დროებით ოკუპირებული ყირიმიდან.

უკრაინის საჰაერო ძალებში აცხადებენ, რომ საჰაერო თავდაცვის მძლავრი მუშაობის მიუხედავად, თავდასხმის შედეგად დაზიანდა ობიექტები ხარკოვის, პოლტავასა და კიევის ოლქებში.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის