საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ცნობილ მეცნიერს, ეკონომისტს, ნოდარ ჭითანავას დაბადებიდან 89-ე წელს ულოცავს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე ცნობილ მეცნიერსა და დამსახურებულ ეკონომისტს, საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილ წევრს, ირაკლი ჟორდანიას სახელობის საქართველოს საწარმოო ძალებისა და ბუნებრივი რესურსების შემსწავლელი საუნივერსიტეტო ცენტრის მკვლევარს, პარლამენტის ყოფილ წევრს, მინისტრთა საბჭოს ყოფილ თავმჯდომარეს, სოფლის მეურნეობის ყოფილ მინისტრს, მეცნიერების განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის არაერთი ჯილდოს, მათ შორის სტუ-ის ოქროს მედლის მფლობელს, აკადემიკოს ნოდარ ჭითანავას დაბადებიდან 89-ე წელს ულოცავს. ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.

„ბატონო ნოდარ, გულითადად გილოცავთ 89-ე დაბადების დღეს! თქვენმა გამორჩეულმა კარიერამ და ფასდაუდებელმა წვლილმა მეცნიერებასა თუ საჯარო სამსახურში, წარუშლელი კვალი დატოვა ქვეყნის განვითარების მიმართულებით. როგორც საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსმა, ჟორდანიას სახელობის საქართველოს სამრეწველო ძალებისა და ბუნებრივი რესურსების შემსწავლელი საუნივერსიტეტო ცენტრის ერთ-ერთმა გამორჩეულმა მკვლევარმა, რომლის სამეცნიერო ინტერესები მოიცავს გლობალიზაცისა და საქართველოში გარდამავალი პერიოდის სოციალურ-ეკონომიკური და სოფლის მეურნეობის განვითარების პრობლემატიკის, ასევე, სახელმწიფოსა და ეკონომიკის ურთიერთდამოკიდებულების თანამედროვე პრობლემების შესწავლას, 150-მდე სამეცნიერო ნაშრომის, მათ შორის 15 მონოგრაფიის ავტორმა და არაერთი სახელმწიფო ჯილდოს მფლობელმა, თქვენ მნიშვნელოვანი როლი შეასრულეთ ქართული მეცნიერების განვითარებაში, ხოლო როგორც საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე ხელმომწერმა, გადამწყვეტი როლი ითამაშეთ ჩვენი ქვეყნის სწრაფვაში სუვერენიტეტისკენ.

თქვენი თავდადება, სიბრძნე და დაუღალავი ძალისხმევა მაგალითს აძლევს მეცნიერთა, მკვლევართა და პროფესიონალთა თაობებს. მადლობელი ვართ თქვენი ხანგრძლივი აკადემიური და სამეცნიერო მოღვაწეობისთვის. გისურვებთ დღეგრძელობას, ჯანმრთელობას და წარმატებებს“, - აღნიშნულია რექტორის, აკადემიკოს დავით გურგენიძის მილოცვაში.

რექტორის მილოცვას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაცია და სამეცნიერო-აკადემიური წრეები უერთდებიან.

ლაშა ტუღუში - ის საგარეო პოლიტიკა, რომელსაც ახლა ჩვენი ხელისუფლება ატარებს, მრავალვექტორული კი არა, ანტიბალანსის პოლიტიკაა, ევროკავშირთან არა ინტეგრაციის, არამედ, დეზინტეგრაციის პოლიტიკას ვატარებთ
ქართული პრესის მიმოხილვა 02.07.2026
ფერნანდო მორიენტესი SBC Summit Tbilisi-ს დაესწრება
​საინფორმაციო სააგენტო „ინტერპრესნიუსი“ ბათუმის ნავთობტერმინალსა და ბათუმის საზღვაო ნავსადგურს პირველად ეწვია
„იმპექსი“ PLUS-ის დაბადების დღის კამპანიას უერთდება
6 ივლისის 06:00 საათიდან „სოკარ ჯორჯია გაზისა“ და „საქორგგაზის“ მომხმარებლების ნაწილს გაზის მიწოდება შეუწყდება
BENEFITS და MedVeritas Global პარტნიორები გახდნენ