პაატა მანჯგალაძე - ამ ეტაპზე ჩვენ თვითმმართველობის არჩევნებს არ და ვერ განვიხილავთ, ვინაიდან ხალხთან ერთად ვართ და ხალხის მოთხოვნა არის ახალი საპარლამენტო არჩევნები

ამ ეტაპზე ჩვენ თვითმმართველობის არჩევნებს არ და ვერ განვიხილავთ, ვინაიდან ხალხთან ერთად ვართ და ხალხის მოთხოვნა არის ახალი საპარლამენტო არჩევნები, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ გენერალურმა მდივანმა, პაატა მანჯგალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც მანჯგალაძემ აღნიშნა, ვიდრე მათი მთავარი მოთხოვნები არ შესრულდება, პარტია თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის აზრს ვერ ხედავს.

„ჩვენ ვითხოვთ არჩევნებს. ეს არის დაკავშირებული საპარლამენტო არჩევნებთან. ხალხი 100 დღეზე მეტია ქუჩაშია. ჩვენ ეს დღის წესრიგი, ეს მოთხოვნები გვაქვს მაგიდასთან და სხვა არჩევნებს არ განვიხილავთ. ამ ეტაპზე ჩვენ თვითმმართველობის არჩევნებს არ და ვერ განვიხილავთ, ვინაიდან ხალხთან ერთად ვართ და ხალხის მოთხოვნა არის ახალი საპარლამენტო არჩევნები“, - განაცხადა მანჯგალაძემ და კითხვაზე, ხომ არ არის გამოწვეული ეს შიშით, რომ მათ პარტიას შესაძლოა საკმარისი მხარდაჭერა არ ჰქონდეს, პაატა მანჯგალაძემ განმარტა, რომ ეს არავითარ კავშირში არ არის.

„შიში რა შუაშია? არჩევნები იყო გამჭვირვალე, დაირღვა ყველა ფუნდამენტური უფლება, მათ შორის ფარულობა. ჩვენ არანაირი გარანტია არ გვაქვს თვითმმართველობის არჩევნებზე, რომ რეჟიმი იმავეს ან იმაზე უარესს არ გააკეთებს. ამიტომ, ჩვენკენ ხელის გაშვერა არ უნდა ხდებოდეს - ხელი რეჟიმისკენ, რომელმაც საქართველოს კონსტიტუცია დაარღვია“, - განაცხადა მანჯგალაძემ.

თეონა აქუბარდია - მოსკოვი ცდილობს შექმნას პირობები, როდესაც ტერიტორიული მთლიანობის საკითხის გვერდის ავლით შეძლებს საქართველოს სატრანსპორტო და გეოპოლიტიკურ არქიტექტურაზე გავლენის მოპოვებას
ემილ ავდალიანი - ირანის წინააღმდეგ აშშ-ის ახალი სამხედრო კამპანიის დაწყება საკმაოდ რეალისტურია, ასეთ შემთხვევაში საქართველოს, აზერბაიჯანისა და ცენტრალური აზიის გავლით არსებულ აღმოსავლეთ-დასავლეთის მარშრუტებს მეტი მნიშვნელობა მიენიჭება
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
„სქილვილის“ პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე რეგისტრაცია 9 ოქტომბერს სრულდება - დარეგისტრირდით VET.GE-ზე
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა