ხატია დეკანოიძე - არცერთი პროცესი არ ეფუძნება რეალურ სამართლებრივ საფუძვლებს - ვერ გავიგე, რას მედავება შსს - გზის გადაკეტვას თუ მოქალაქეებთან კონფლიქტში შესვლას

ყველა სასამართლო პროცესს ფორმალურად განვიხილავ - არცერთი პროცესი არ ეფუძნება რეალურ სამართლებრივ საფუძვლებს - მე ვერ გავიგე, რას მედავება შსს - გზის გადაკეტვას თუ მოქალაქეებთან კონფლიქტში შესვლას, - ამის შესახებ „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ხატია დეკანოიძემ თბილისის საქალაქო სასამართლოში განაცხადა, სადაც დღეს მისი სასამართლო პროცესი უნდა გაიმართოს.

დეკანოიძის თქმით, ფორმალობაა ყველა პროცესი, რომელიც დღეს სასამართლოში გამოხატვისა და შეკრების თავისუფლების წინააღმდეგ იმართება.

„ფორმალობაა ყველა პროცესი, რომელიც დღეს სასამართლოში გამოხატვისა და შეკრების თავისუფლების წინააღმდეგ იმართება. ჩვენ გვყავს რეჟიმის ტყვეები, სინდისის პატიმრები, ვისი სასამართლოც ახლა მიმდინარეობს. სასამართლოს დერეფნებსა და დარბაზებს თუ შეხედავთ, წარმოუდგენელია ის ვითარება, რომელშიც გვიწევს ცხოვრება.

რაც შეეხება მასალებს, არ ვიცი რა მასალები უნდა წარადგინონ. ეს არ არის ჩემი პირველი შეზღუდვა და ჯარიმა. რამდენიმე დღის წინ ასევე ყოველგვარი კანონის დაცვის გარეშე შსს-ს საპატრულო დეპარტამენტმა გამაჩერა 3 ეკიპაჟით და 5000-ლარიანი ჯარიმა მომცა, რომელიც გავასაჩივრე. ფაქტი ერთია, რომ ნებისმიერი სასამართლო გადაწყვეტილება მხოლოდ პოლიტიკურია. ის შეზღუდვები, რომელიც სტუდენტებს და მოქალაქეებს უწესდებათ, ამ რეჟიმის მომდევნო საშინელი გამოხატულებაა.

ყველა სასამართლო პროცესს ფორმალურად განვიხილავ - არცერთი პროცესი არ ეფუძნება რეალურ სამართლებრივ საფუძვლებს.

მტკიცებულებები არ არსებობდა. ერთადერთი მტკიცებულება იყო ვიდეო, რომელზეც ხმა არ ისმოდა. ანუ, მე ვერ გავიგე რას მედავება შსს - გზის გადაკეტვას თუ მოქალაქეებთან კონფლიქტში შესვლას“, - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

ცნობისთვის, ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემული პოლიტიკოსის, „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ხატია დეკანოიძის სასამართლო პროცესი დღეს გაიმართება. სავარაუდოდ, მოსამართლე გადაწყვეტილებას დღესვე გამოაცხადებს.

შეგახსენებთ, ხატია დეკანოიძეს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 174-ე პრიმა მუხლის მეოთხე ნაწილით გათვალისწინებული ქმედების ჩადენას ედავებიან.

კერძოდ კი იმას, რომ ის 17 ნოემბერს, ჭავჭავაძის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე იმყოფებოდა და გზა ხელოვნურად იმ დროს გადაკეტა, როცა ამისთვის ადამიანების საკმარისი რაოდენობა არ იყო.

კორნელი კაკაჩია - რაც უფრო შორდება საქართველო დემოკრატიას, ევროკავშირსა და ევროატლანტიკურ სივრცეს, მით უფრო მცირდება დასავლეთის გავლენა რეგიონში, რაც სრულად შეესაბამება რუსეთის სტრატეგიულ ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 06.07.2026
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
„იმპექსმა“ საქართველოში KORRES-ის ინოვაციურ SMART YOGHURT™ ტექნოლოგიაზე დაფუძნებული კანის მოვლის ახალი ხაზი წარადგინა
BMW ჯგუფმა მეხუთე თაობის ახალი BMW X5 წარადგინა