გია ვოლსკი - ჩვენ სერიოზული შეტევის ქვეშ ვართ, ასეთივე შეტევის ქვეშ არის აშშ-ის ახალი ადმინისტრაცია - ძალების სერიოზული კონცენტრაცია მიდის იმისათვის, რომ ახალი ადმინისტრაციის მშვიდობის განვითარების იდეა დამარცხდეს

ჩვენ სერიოზული შეტევის ქვეშ ვართ, ასეთივე შეტევის ქვეშ არის აშშ-ის ახალი ადმინისტრაცია - ძალების სერიოზული კონცენტრაცია მიდის იმისათვის, რომ ახალი ადმინისტრაციის მშვიდობის განვითარების იდეა დამარცხდეს, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ „MEGOBARI აქტზე“ საუბრისას განაცხადა.

ვოლსკი ამბობს, რომ იმედი აქვს ჯო უილსონის მოწოდებები არ გაჭრის და „მისი უტოპიური იდეა იმასთან დაკავშირებით, თითქოს, საქართველო არის ირანის მოკავშირე, არ იქნება განვითარებული“.

„მოლოდინი გვაქვს, რომ ტრამპის ადმინისტრაციას სამართლიანი პოზიცია ექნება იმის გათვალისწინებით, რომ თვითონ ტრამპს, მის უშუალო სიახლოვეში მყოფ თანამდებობის პირებს, რომლებიც ახლახან დაინიშნენ, განსაკუთრებით, ეროვნული დაზვერვის დირექტორს, ყოველთვის ბრალს სდებდნენ იმაში, რომ მათ რაღაც კავშირი გააჩნიათ რუსეთთან, მაშინ როდესაც ერთადერთი, რისკენაც ისინი ისწრაფვიან, არის მშვიდობა და მსოფლიოს გადარჩენა ნგრევისაგან. იგივეა ჩვენი მდგომარეობა, ოღონდ უფრო მცირე მასშტაბით. მსოფლიოს პროცესებზე ჩვენ გავლენას ვერ ვახდენთ, მაგრამ საქართველოს გადარჩენა ჩვენთვის არის მნიშვნელოვანი და ვერ/არ შევდივართ რუსეთთან დაპირისპირებაში. ამას თუ ხაზი გადაუსვეს და თქვეს, რომ ეს ასე არ არის, სხვანაირად არის, ან ადმინისტრაციის მხრიდან ჩვენს მიმართ ნეგატიური დამოკიდებულება ამ მიზეზით გამოხატა, რასაც ჯო უილსონი ქადაგებს. მე ვფიქრობ, ეს სწორედ ერთ-ერთი ნიშანი იქნება იმისა, რომ მთლად არ არის დამარცხებული, მთლად არ არის „ეშვებდაძრობილი“ „დიფ სთეითი“ და „ომის პარტია“. კიდევ ერთი უნდა იცოდეს ჩვენმა საზოგადოებამ - არ არსებობს ძალა, რომელიც გადაგვათქმევინებს ჩვენი ქვეყნის ინტერესების სადარაჯოზე დგომას. არ არსებობს ეგეთი რესურსი. დარწმუნებული ვარ, რომ ამერიკის შეერთებული შტატების ახალი ადმინისტრაცია შესაბამის დასკვნებს გამოიტანს იქიდან, თუ როგორ, რა მეთოდით და მიზეზებით და რა მოგონილი ლეგენდებით ებრძვიან ახალ ადმინისტრაციას. პატარა ანალიზი სჭირდება მხოლოდ იმას, რომ პარალელი გაავლონ ამ ვითარებაში, მოძებნონ საერთო საქართველოს ადმინისტრაციისა და ამერიკის შეერთებული შტატების ახალი ადმინისტრაციის ყოფას შორის. ჩვენ სერიოზული შეტევის ქვეშ ვართ, ასეთივე შეტევის ქვეშ არის აშშ-ის ახალი ადმინისტრაცია. ძალების სერიოზული კონცენტრაცია მიდის იმისათვის, რომ ახალი ადმინისტრაციის მშვიდობის განვითარების იდეა დამარცხდეს. ერთ-ერთი მცირე ფლანგი არის საქართველო. აქაც იგივე ბრძოლა მიმდინარეობს. აქედან გამომდინარე, მე სერიოზული იმედი მაქვს, ჩვენ სერიოზულად ვფიქრობთ იმაზე, რომ ეს არ გაჭრის, ჯო უილსონის მოწოდებები, მისი ეს უტოპიური იდეა იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოს, საქართველო არის ირანის მოკავშირე, არ იქნება განვითარებული,“ - განაცხადა ვოლსკიმ.

გიორგი მელაშვილი - ომის შესახებ მეხსიერების წაბილწვა ხდება იარაღი დეკლარირებული საგარეო კურსის შესაცვლელად
ნათია ფიფია -  რეფორმები, რომელიც მთავრობამ დაანონსა, შეიძლება ითქვას, შეურიგებლად და დაჟინებით დაიწყო,  ჯერჯერობით, რაც იყო ჩაფიქრებული, ყველაფერი განხორციელდა
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 13.08.2026
პაშა ბანკს საქართველოში ახალი გენერალური დირექტორი ჰყავს
რატომ გახდა კრაფთ ჩანთები ასეთი პოპულარული და როგორ ამარტივებს ის ბრენდების ყოველდღიურობას?
ულტრათანამედროვე რადიოფარმაცევტული საწარმოს მშენებლობა ფინალურ ეტაპზე გადავიდა
„ცისკარი S90“ საქართველოს ანტარქტიდის პირველ კომბინირებულ ექსპედიციას იწყებს
Turbo - კრიპტოს გაცვლის ახალი გზა რეგისტრაციის გარეშე
სილქნეტმა საქართველოში პირველი Tier III სერტიფიცირებული კომერციული მონაცემთა ცენტრის მშენებლობა დაიწყო
„დიემჯი ჯგუფი” „ლაგუნა ვერეს“, აბრეშუმისა და თამბაქოს ფაბრიკების ტერიტორიის განვითარების ახალ ეტაპს იწყებს
საქართველოს ეროვნული AI ნაკრების ტრიუმფი IOAI 2026-ზე: 2 ოქრო, 3 ვერცხლი, 2 ბრინჯაო და საპატიო სიგელი
საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ეროვნულმა ნაკრებმა IOAI 2026-ზე ისტორიული შედეგი აჩვენა - 7 მედალი და საპატიო სიგელი
Skillwill-ში პროგრამული უზრუნველყოფის ტესტირების (QA) სადიპლომო პროგრამაზე წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო
ჩუღურეთის რაიონში ხორციელდება მასშტაბური მწვანე პროექტი, რომელიც მარტივად უკავშირდება ქალაქის ცენტრს