ლევან მაჭავარიანი - ოპოზიციას არათუ გამარჯვების, მინიმალური წარმატების შანსი არ გააჩნია - რა თქმა უნდა, არ უნდათ, რომ ასე მოიჭრან თავი და ახლა საბაბს ეძებენ, რომ არ მიიღონ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა

ოპოზიციას არათუ გამარჯვების, არამედ მინიმალური წარმატების მიღწევის შანსი არ გააჩნია - რა თქმა უნდა, არ უნდათ, რომ ასე მოიჭრან თავი და ახლა საბაბს ეძებენ, რომ არ მიიღონ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, ლევან მაჭავარიანმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი თქმით, ოპოზიციის გადასაწყვეტი არაა, მიიღებენ თუ არა თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას. კერძოდ, მაჭავარიანი განმარტავს, რომ ოპოზიცია უცხოეთიდან მიღებული დავალების მიხედვით იმოქმედებს.

„რადიკალური ოპოზიციის გადასაწყვეტი ეს არ იქნება. როგორ დავალებასაც მისცემენ უცხოეთიდან, იმის მიხედვით იმოქმედებენ, თუმცა, რა თქმა უნდა, მათ თავიანთი გადმოსახედიდან, არანაირად არ აწყობთ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის მიღება, ვინაიდან კიდევ ერთხელ გამომჟღავნდება, თუ რა რეიტინგი აქვთ მათ. ეს რეიტინგი არის კიდევ უფრო მკვეთრად შემცირებული, ვიდრე ჰქონდათ საპარლამენტო არჩევნების დროს, იქიდან გამომდინარე, რომ თავიანთ ამომრჩეველსაც გაუწბილეს იმედები, რომ არ მიიღეს მონაწილეობა საპარლამენტო [მუშაობაში]. იმის შემდეგ მთლიანად ემსახურებიან, როგორც ეს მანამდე იყო, მაგრამ ახლა გაორმაგებული ძალებით, ქვეყანაში ქაოსის დათესვას. პირდაპირ აცხადებენ უსირცხვილოდ, რომ მათ დღის წესრიგს წარმოადგენს, რომ რამენაირად საქართველოში გამოიწვიონ ეკონომიკური დესტაბილიზაცია და ა.შ. შესაბამისად, არიან განულებულები და აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, ერიდებიან იმას, რომ ეს ყველაფერი გამოჩნდეს არჩევნებში. ისინი რაღაც საბაბს ეძებენ, რომ მონაწილეობა არ მიიღონ არჩევნებში. მათ არათუ გამარჯვების, არამედ მინიმალური წარმატების მიღწევის შანსი არ გააჩნიათ და, რა თქმა უნდა, არ უნდათ, რომ ასე თავი მოიჭრან და ახლა გზებს ეძებენ, რომ არ მიიღონ ამ არჩევნებში მონაწილეობა. თუმცა მინდა კიდევე ერთხელ ხაზი გავუსვა, რომ ეს მათზე დამოკიდებული არ არის. როგორი დავალებაც წამოვა მათი უცხოელი მფარველებისგან, ისინი ვალდებულები იქნებიან, რომ შეასრულონ ეს დავალება. ძალიან კარგი იქნება, თუ მიიღებენ ამ არჩევნებში მონაწილეობას, იქიდან გამომდინარე, რომ მოსახლეობა კიდევ ერთხელ დაინახავს, რეალურად, რა რეიტინგი აქვს რადიკალურ ოპოზიციას,“ - განაცხადა მაჭავარიანმა.

გიორგი მელაშვილი - ომის შესახებ მეხსიერების წაბილწვა ხდება იარაღი დეკლარირებული საგარეო კურსის შესაცვლელად
ნათია ფიფია -  რეფორმები, რომელიც მთავრობამ დაანონსა, შეიძლება ითქვას, შეურიგებლად და დაჟინებით დაიწყო,  ჯერჯერობით, რაც იყო ჩაფიქრებული, ყველაფერი განხორციელდა
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 10.08.2026
პაშა ბანკს საქართველოში ახალი გენერალური დირექტორი ჰყავს
რატომ გახდა კრაფთ ჩანთები ასეთი პოპულარული და როგორ ამარტივებს ის ბრენდების ყოველდღიურობას?
ულტრათანამედროვე რადიოფარმაცევტული საწარმოს მშენებლობა ფინალურ ეტაპზე გადავიდა
„ცისკარი S90“ საქართველოს ანტარქტიდის პირველ კომბინირებულ ექსპედიციას იწყებს
Turbo - კრიპტოს გაცვლის ახალი გზა რეგისტრაციის გარეშე
სილქნეტმა საქართველოში პირველი Tier III სერტიფიცირებული კომერციული მონაცემთა ცენტრის მშენებლობა დაიწყო
„დიემჯი ჯგუფი” „ლაგუნა ვერეს“, აბრეშუმისა და თამბაქოს ფაბრიკების ტერიტორიის განვითარების ახალ ეტაპს იწყებს
საქართველოს ეროვნული AI ნაკრების ტრიუმფი IOAI 2026-ზე: 2 ოქრო, 3 ვერცხლი, 2 ბრინჯაო და საპატიო სიგელი
საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ეროვნულმა ნაკრებმა IOAI 2026-ზე ისტორიული შედეგი აჩვენა - 7 მედალი და საპატიო სიგელი
Skillwill-ში პროგრამული უზრუნველყოფის ტესტირების (QA) სადიპლომო პროგრამაზე წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო
ჩუღურეთის რაიონში ხორციელდება მასშტაბური მწვანე პროექტი, რომელიც მარტივად უკავშირდება ქალაქის ცენტრს