თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტთან სტუდენტების მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს - პროტესტი გრძელდება პარლამენტთანაც, რის გამოც საავტომობილო მოძრაობა გადაკეტილია

შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის შენობასთან სტუდენტები და მათი მხარდამჭერები აქციას მართავენ.

უნივერსიტეტთან შეკრებილ სტუდენტებს აქციის ის მონაწილეები შეუერთდნენ, რომლებიც საზოგადოებრივ მაუწყებელთან და ასევე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან იყვნენ შეკრებილები.

თავდაპირველად აქციის მონაწილეები ილიაუნიდან მსვლელობით თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან მივიდნენ, საიდანაც კვლავ მსვლელობით რუსთაველის გამზირის მიმართულებით გადაინაცვლეს.

ამ დროისთვის, უნივერსიტეტთან შეკრებილებს სიტყვით მიმართავენ სტუდენტები, სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები.

უნივერსიტეტთან მობილიზებულია პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟი.

გარდა ამისა, პროტესტის მონაწილეები შეკრებილები არიან პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიასთან. ამ დროისთვის, რუსთაველის გამზირი სრულად არის გადაკეტილი.

დღეს, დღის განმავლობაში თეატრალურ უნივერსიტეტთან აქცია გაიმართა, რა დროსაც შეკრებილმა სტუდენტებმა დაუმორჩილებლობის აქცია დააანონსეს.

თეატრალურ უნივერსიტეტთან პროტესტი გამოიწვია რამდენიმე სტუდენტისთვის სტატუსის შეჩერებამ.

ვახტანგ ძაბირაძე - როგორც ჩანს, ივანიშვილი არა მარტო საკუთარ ამომრჩეველს და ვერტიკალს აკონტროლებს, არამედ ოპოზიციური სპექტრის გარკვეული ძალების ნაწილსაც
გიორგი კობერიძე - მოსკოვის სიტყვას ფასი არ აქვს, თუ მას ზურგს არ უმაგრებს უხეში ძალა და შეკავების რეალური მექანიზმები
ქართული პრესის მიმოხილვა 31.08.2026
Samsung Galaxy S26 FE - აქცენტი იმაზე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია