თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის სტუდენტი - სამარცხვინო საქციელი, რასაც ადმინისტრაცია სჩადის, არის ჩვენი მოშორების მცდელობა - დანებებას არ ვაპირებთ, ახლა ჩვენთვის ბრძოლის ახალი ეტაპი იწყება

შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის სტატუს შეჩერებული სტუდენტის, ლიზა წერეთლის თქმით, 9 სტუდენტისთვის სტატუსის შეჩერების მიზეზი ეთიკის კოდექსის ნორმების დარღვევა გახდა.

როგორც მან “ინტერპრესნიუსთან” განაცხადა, ის სტატუსის შეჩერებას “მათი მოშორების მცდელობას” უკავშირებს.

“დილით, 11:00 საათზე, მომივიდა მეილი, რომელშიც ეწერა, რომ სტუდენტის სტატუსი შემიწყდა. წერილში არაფერი იყო ახსნილ, არც მიზეზი, უბრალოდ ეწერა, რომ ეთიკის კომისიამ გადაწყვიტა, რომ სტატუსი შეგვიწყვიტოს.

სამარცხვინო საქციელი, რასაც ჩვენი ადმინისტრაცია ჩადის, არის ჩვენი მოშორების მცდელობა. ზედმეტად დიდი თავის ტკივილი აღმოვჩნდით, რაც ძალიან მიხარია. გადაწყვიტეს, რომ ეთიკის კოდექს ვარღვევთ, რადგან სხვა ვერაფერი მოიფიქრეს იმისათვის, რომ გაგვაჩუმონ”,- აცხადებს სტუდენტი.

მისივე თქმით, უნივერსიტეტის ადმინისტრაციასთან კომუნიკაცია რამდენჯერმე სცადეს, თუმცა არვინ პასუხობს მათ სატელეფონო ზარებს.

“ადვოკატს დაველაპარაკებით და შემდეგ ნაბიჯებს ერთად გადავწყვეტთ. დანებებას არ ვაპირებთ. არ ვაპირებთ ეს ყველაფერი შევარჩინოთ და ბოლომდე ვიბრძოლებთ. ახლა ჩვენთვის ბრძოლის ახალი ეტაპი იწყება”,- აცხადებს ლიზა წერეთელი.

ვიტალი ბალა - უკრაინა ახლა პოლიტიკური კრიზისის ზღუბლზეა, იმედი მაქვს, ის პრობლემები, რომელიც უკრაინის უმაღლეს ეშელონებშია, გავლენას არ იქონიებს რუსეთის წინააღმდეგ მიმდინარე  ომზე
ქართული პრესის მიმოხილვა 16.07.2026
Café del Mar საქართველოშია - VR Holding-მა მსოფლიო ბრენდის პირველი ოფიციალური Beach Club გახსნა
წინანდლის ფესტივალს „სილქნეტი“ მერვედ წარადგენს