პაატა მანჯგალაძე - შელამაზებაა, რომ აქციები თვითდინებით რამეს იზამს, საჭიროა წინა ფლანგზე გამოვიდნენ პოლიტიკური ლიდერები - არიან პარტიები, რომლებიც ერთმანეთთან არ სხდებიან, მგელი და ცხვარივით ვართ

პოლიტიკური პროცესი ვერ იქნება იმ ხალხის იმედად, რომელიც დადის აქციებზე, რომლებსაც ჯარიმებს უწერენ და აკავებენ, საჭიროა წინა ფლანგზე გამოვიდნენ პოლიტიკური ლიდერები და აიღონ პასუხისმგებლობა, - ამის შესახებ “სტრატეგია აღმაშენებლის” ერთ-ერთმა ლიდერმა პაატა მანჯგალაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა.

პაატა მანჯგალაძის თქმით, პოლიტიკურ პროცესებზე პასუხისმგებლობა პოლიტიკურმა პარტიებმა უნდა აიღონ.

„ვინმეს კი არ უნდა მოვეფეროთ, სიმართლე უნდა ვთქვათ. ნამდვილად არ არის კარგი ვითარება, ძალიან რთულ ვითარებაში ვართ. არ ვიცი 76 წლის ქალს [სალომე ზურაბიშვილს] რამდენად შეუძლია აქციებზე ირბინოს, მაგრამ ვიტყვი ჩემ აზრს, სად არის პრობლემა. მართლა რთულ ვითარებაში ვართ და შელამაზებაა, რომ ეს აქციები თვითდინებით რამეს იზამს, არა, პოლიტიკური პარტიების პასუხისმგებლობაა, რომ დასხდნენ ერთად და ერთად ვიპოვოთ გამოსავალი. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, კომუნიკაციის პრობლემა არ გვაქვს, მაგრამ არიან პარტიები, რომლებიც ერთმანეთთან არ სხდებიან, [ამბობენ], ის თუ მოვა, წავალ, მგელი და ცხვარივით ვართ. ეს არ არის სწორი მიდგომა.

ეს პოლიტიკური პროცესი ვერ იქნება იმ ხალხის იმედად, რომელიც დადის აქციებზე, (ჩვენც დავდივართ) ჯარიმებს უწერენ და აკავებენ, საჭიროა წინა ფლანგზე გამოვიდნენ პოლიტიკური ლიდერები და აიღონ პასუხისმგებლობა, პარტიებმა აიღონ პასუხისმგებლობა. ერთმა პარტიამ კი არ აიღოს, არამედ აქ არის პარტიების პასუხისმგებლობა“, - განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

პაატა მანჯგალაძის თქმით, ოპოზიციაში არიან პოლიტიკოსები, რომლებიც ერთად ფოტოს გადაღებასაც კი ერიდებიან და ეს სერიოზული პრობლემაა.

„მე დარწმუნებული ვარ, რომ ერთად უფრო მეტის გაკეთება შეგვიძლია, პათეტიკის გარეშე ვამბობ. როგორც ხელისუფლება გვიპირდება ორგანიზებულად და მწყობრად, ასევე პოლიტიკურმა პარტიებმა, რომელმაც გაყალბების მიუხედავად ძალიან მაგარი შედეგი აჩვენეს, უნდა დავუპირისპირდეთ ორგანიზებულად. სურათს რომ ვერ იღებენ ლიდერები ერთად და ერთად არ დგებიან, ეს არის სერიოზული პრობლემა. ამაზე თუ არ ვილაპარაკეთ, ეს პრობლემა არ მოგვარდება“, - განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

მიჰაუ კობოსკო - ვიმედოვნებთ, თქვენი მთავრობა აირჩევს ევროპულ, დემოკრატიულ გზას ან გადადგება მოქალაქეთა პროტესტის გათვალისწინებით
ქართული პრესის მიმოხილვა 20.03.2025
ავთანდილ წულაძე - ტრამპი ცდილობს ჩინეთს რესურსებით მდიდარი რუსეთი ჩამოაშოროს, ამიტომაცაა ტრამპი რუსეთთან დათმობებზე რომ მიდის
„ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლები ბიძინა ივანიშვილს მიმართავენ
სიახლე PSP-სგან - პირველი ლოქერი ფარმაციაში
BDO Digital-მა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი აღიარება მოიპოვა
დაპორტირდი სილქნეტის ქსელში და მიიღე 50% ფასდაკლება ულიმიტო პაკეტებზე
„თეთრმა კვადრატმა“ „მიცუბიშ ელექტრიკთან” თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა
„მთავარი არხის“ დირექტორი, გიორგი ქურდაძე განცხადებას ავრცელებს