მარკო რუბიო - რუსებს მთელი უკრაინის დაპყრობა არ შეუძლიათ და ცხადია, უკრაინისთვის ძალიან რთული იქნება გონივრულ ვადაში აიძულონ რუსები, დაიხიონ იქ, სადაც 2014 წელს იყვნენ

უკრაინისთვის ძალიან რთული იქნება, რომ რუსებს უკან დახევა აიძულონ იქ, სადაც 2014 წელს იყვნენ. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ განაცხადა.

„ვფიქრობ, ორივე მხარემ უნდა გაიაზროს, რომ ამ სიტუაციის სამხედრო გადაწყვეტა არ არსებობს. რუსებს მთელი უკრაინის დაპყრობა არ შეუძლიათ და ცხადია, რომ უკრაინისთვის ძალიან რთული იქნება გონივრულ ვადაში რუსებს იქ უკან დახევა აიძულონ, სადაც 2014 წელს იყვნენ“, - განაცხადა მარკო რუბიომ.

მისი თქმით, კონფლიქტის დასასრულებლად ან მისი დროებითი პაუზისთვის უკრაინასა და რუსეთს რთული გადაწყვეტილებების მიღება მოუწევთ.

ამასთან, რუბიოს განცხადებით, აშშ რუსეთს სამხედრო დახმარებას არ გაუწევს.

„შემიძლია დაგარწმუნოთ, რომ ჩვენ რუსებს სამხედრო დახმარებას არ გავუწევთ“, - განუცხადა რუბიომ ჟურნალისტებს.

შეგახსენებთ, ხვალ საუდის არაბეთის ქალაქ ჯიდაში აშშ-სა და უკრაინის ოფიციალურ პირებს შორის შეხვედრა გაიმართება. უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის ცნობით, უკრაინის დელეგაციას პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელი ანდრეი ერმაკი, საგარეო საქმეთა მინისტრი ანდრეი სიბიგა, თავდაცვის მინისტრი რუსტემ უმეროვი და პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მოადგილე პაველ პალისა წარმოადგენენ. აშშ-ის დელეგაციას სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო უხელმძღვანელებს. ასევე, მოსალოდნელია, რომ მას უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველი, მაიკ უოლცი და ახლო აღმოსავლეთში დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი, სტივ ვიტკოფი შეუერთდებიან.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე