პარლამენტის აპარატის საპენსიო ასაკს მიღწეული თანამშრომლები სამსახურიდან პირადი განცხადების საფუძველზე წასვლის შემთხვევაში ერთჯერად კომპენსაციას მიიღებენ - კომპენსაციის ოდენობას პარლამენტის თავმჯდომარე დაადგენს

იმ შემთხვევაში, თუ პარლამენტის აპარატის საპენსიო ასაკს მიღწეული თანამშრომლები სამსახურიდან პირადი განცხადების საფუძველზე წავლენ, ერთჯერად კომპენსაციას მიიღებენ.

საპენსიო ასაკს მიღწეული თანამშრომლებისთვის კომპენსაცია პარლამენტის აპარატის ბიუჯეტიდან გაიცემა, ხოლო კომპენსაციის ოდენობასა და გაცემის წესს საკუთარი ბრძანებით პარლამენტის თავმჯდომარე დაადგენს.

პარლამენტში წარდგენილია რეგლამენტში ცვლილებების პროექტი, რომლის ამოქმედების შედეგად, პარლამენტის თავმჯდომარეს ენიჭება უფლებამოსილება, ბრძანებით დაადგინოს პარლამენტის აპარატის საპენსიო ასაკს მიღწეული თანამშრომლისათვის ერთჯერადი კომპენსაციის გაცემის წესი, თანამშრომლის პირადი განცხადების საფუძველზე სამსახურიდან გათავისუფლების შემთხვევაში.

პროექტი ავტორი და ინიციატორები არიან: შალვა პაპუაშვილი, დავით მათიკაშვილი, გიორგი კახიანი, ირაკლი შატაკიშვილი, გრეტა წიწავა და გურამ მაჭარაშვილი.

„აღნიშნული ცვლილება დამატებით სოციალურ პირობებს შექმნის პარლამენტის აპარატის საპენსიო ასაკს მიღწეული თანამშრომლებისათვის, რითაც მათ კიდევ ერთხელ დაუფასდებათ წლების განმავლობაში პარლამენტის საქმიანობაში შეტანილი წვლილი და ხელი შეეწყობა მათ უკეთ ადაპტირებას შეცვლილ გარემოსთან“, - ვკითხულობთ პროექტის განმარტებით ბარათში.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი