გიორგი ჩიკვაიძე მოსამართლეს - არ ვიცი, რა გადაწყვეტილებას მიიღებთ, მაგრამ გთხოვთ, ამ პროცესის განვითარების დინამიკას დააკვირდეთ, რომ ეჭვი არ მქონდეს, თქვენ პროკურატურასთან გარიგებული ხართ

არ ვიცი, რა გადაწყვეტილებას მიიღებთ, მაგრამ ადამიანურად გთხოვთ, ამ პროცესის განვითარების დინამიკას დააკვირდეთ, რომ ეჭვი არ მქონდეს, თქვენ პროკურატურასთან გარიგებული ხართ, - ამ სიტყვებით მიმართა დიდი ოდენობით თანხების მართლსაწინააღმდეგო მითვისების ფაქტზე ბრალდებულმა ბიზნესმენმა, გიორგი ჩიკვაიძემ მოსამართლე იზა კელენჯერიძეს.

მისი სიტყვა ძირითადად, მოსამართლისკენ იყო მიმართული.

„მინდა ვთქვა, რომ თქვენ იცით ჩემი დამოკიდებულება ამ საქმისადმი, ამ საქმეს ბევრი ნიუანსი და დეტალი უძღვის [წინ]. ამ საქმეს თავისი პრეისტორია აქვს, რომელიც ბიძინა ივანიშვილის მხილებაზე გადის. მე თითქმის ყოველდღე ვარ სხვადასხვა გადაცემაში, სადაც თქვენს [მოსამართლეს] მიმართ გამოვხატავ აზრს. თქვენ ხართ პროკურატურასთან გარიგებული, თქვენი გადაწყვეტილება თქვენი ძალიან მკაცრი ტესტი იქნება. მაშინაც კი, როცა საზღვრის კვეთა შეზღუდული არ გვქონდა, ირაკლის ვუთხარი, რომ არ გავსულიყავით.

ბრალის წარდგენის შემდეგ ქალაქიც არ დამიტოვებია, 6-7 მარტს, სართიჭალაში, ოჯახში ვიმყოფებოდი, რომ ბაირამის დღესასწაულის აღსანიშნავად საჩუქარი ჩამეტანა. სპორტულებში ჩაცმული მოვედი, რაც მოვისმინე, აღარც მეცინება. 4 დღეა თქვენო ღირსებავ, 114 ადამიანი და 87 მანქანა მყავს იდენტიფიცირებული... ჩემზე არნახული ზეწოლა მიმდინარეობს. არ ვიცი, რა გადაწყვეტილებას მიიღებთ, მაგრამ ადამიანურად გთხოვთ, ამ პროცესის განვითარების დინამიკას დააკვირდეთ, რომ ეჭვი არ მქონდეს, თქვენ გარიგებული არ ხართ", - განაცხადა ჩიკვაიძემ.

მცირე რეპლიკით ისარგებლა მეორე ბრალდებულმაც, ირაკლი პაპიაშვილმაც და აღნიშნა, რომ „სადახლოს პუნქტი სად არის, არც იცის და, ცხოვრებაში არ არის ნამყოფი“.

ემილ ავდალიანი - საქართველოს საგარეო პოლიტიკის ტრანსფორმირების პროცესმა, რომელიც 2022 წლიდან დაიწყო, შესაძლოა, ირან-აშშ-ის ომის დამთავრების შემდეგ მიიღოს სრული ფორმა
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2026
Skillwill-ის კოლეჯში წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო - შექმენი შენი წარმატებული ტექნოლოგიური მომავალი
„თეთრი კვადრატის“ რებრენდინგი - კომპანია განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა
„სილქნეტი“ Tatuza Jazz Club-ის მხარდამჭერი გახდა