„ნაცმოძრაობის“ საქმიანობის შემსწავლელ საგამოძიებო კომისიას, დანაშაულებრივი ქმედების ჩადენის თაობაზე გონივრული ეჭვის შემთხვევაში, გამოძიების დაწყების მოთხოვნით შესაბამისი ორგანოსთვის მიმართვა საქმიანობის ნებისმიერ ეტაპზე შეეძლება

მმართველი გუნდი პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის საქმიანობასთან და უფლებამოსილებებთან დაკავშირებულ წესებში ცვლილებების შეტანას გეგმავს.

ამ მიმართულებით პარლამენტის რეგლამენტი იცვლება, რაც თავის მხრივ, „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების საქმიანობის შესწავლის მიზნით შექმნილ საგამოძიებო კომისიას უკავშირდება.

ინიცირებული პროექტის მიხედვით, თუკი იარსებებს გონივრული ეჭვი, რომ ჩადენილია დანაშაულებრივი ქმედება, პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიას, საქმიანობის ნებისმიერ ეტაპზე, შეეძლება შესაბამისი ორგანოს წინაშე გამოძიების დაწყების საკითხი დასვას.

გარდა ამისა, საგამოძიებო კომისიას ენიჭება უფლებამოსილება, კომისიის ერთ-ერთ წევრს ისეთი პირისთვის ახსნა-განმარტების ჩამორთმევა დაავალოს, რომელიც თავად გამოთქვამს სურვილს, დროებითი საგამოძიებო კომისიას მნიშვნელოვანი ინფორმაცია მიაწოდოს.

ამავე პროექტით, საგამოძიებო კომისიას შეეძლება სხდომა პარლამენტის პლენარული სხდომების დღეებშიც გამართოს, თუმცა არა პარლამენტის პლენარული სხდომის მიმდინარეობისას.

პროექტის ავტორი და ინიციატორები არიან: - შალვა პაპუაშვილი, დავით მათიკაშვილი, გიორგი კახიანი, ირაკლი შატაკიშვილი, გრეტა წიწავა და გურამ მაჭარაშვილი.

გიორგი კაჭარავა - სახელმწიფოთაშორისი საზღვრის დადგენის პროცესის დაწყება სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან გაუტოლდება საქართველოს მხრიდან საკუთარი ტერიტორიის ნაწილის სუვერენიტეტისგან გამოყვანის დე-ფაქტო აღიარებას
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 28.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო