ადვოკატი - გიორგი ჩიკვაიძისთვის აღკვეთის ღონისძიების - დაპატიმრების გამოყენება დაუსაბუთებელია, გირაოს დაპატიმრებით შეცვლის არავითარი საფუძველი არ ყოფილა - გადაწყვეტილებას გავასაჩივრებთ

დიდი ოდენობით თანხების მართლსაწინააღმდეგო მითვისების ფაქტზე ბრალდებული ბიზნესმენების გიორგი ჩიკვაიძისა და ირაკლი პაპიაშვილის ადვოკატის, გიორგი ყაველაშვილის განცხადებით, გირაოს დაპატიმრებით შეცვლის არავითარი საფუძველი არ ყოფილა და გიორგი ჩიკვაიძისთვის აღკვეთის ღონისძიების დაპატიმრების გამოყენება დაუსაბუთებელია.

ადვოკატის განმარტებით, ბრალდების მხარეს გიორგი ჩიკვაიძესთან და ირაკლი პაპიაშვილთან მიმართებაში ერთი და იგივე საფუძვლები და არგუმენტაცია ჰქონდა.

მისი თქმით, სასამართლოს იგივე გადაწყვეტილება უნდა მიეღოთ ჩიკვაიძეზეც, როგორიც პაპიაშვილზე მიიღეს.

„რა თქმა უნდა, პაპიაშვილის ნაწილში, როდესაც მის მიმართ პატიმრობა არ იქნა გამოყენებული, სასამართლოს გადაწყვეტილება სწორი იყო. თუმცა იგივე საფუძვლები და იგივე არგუმენტაცია ჰქონდა ბრალდების მხარეს ჩიკვაიძესთან მიმართებაში. ამიტომ, ჩვენთვის ამ ნაწილში - ჩიკვაიძისთვის აღკვეთის ღონისძიების დაპატიმრების გამოყენების თაობაზე და პაპიაშვილისთვის გამოყენებაზე უარის თქმის თაობაზე დაუსაბუთებელი გახლავთ. ვფიქრობთ, რომ იგივე გადაწყვეტილება უნდა მიეღოთ ჩიკვაიძეზეც, როგორიც პაპიაშვილზე მიიღეს. მითუმეტეს, რომ რეალურად, გირაოს დაპატიმრებით შეცვლის არავითარი საფუძველი არ ყოფილა.

რაც შეეხება სასამართლოზე არგამოცხადებას, ეს სასამართლოსაც განვუმარტეთ, რომ ყოველთვის სასამართლოს ნებართვით ხდებოდა და ბრალდების მხარეც ყოველთვის თანახმა იყო. სასამართლომ ეს თავის დასაბუთებაშიც აღნიშნა, რომ ეს არ იყო დაპატიმრების გამოყენების მიზეზი. ანუ ამ ნაწილში სასამართლომ ბრალდების მხარის პოზიცია უარყო და თქვა, რომ მათი გამოუცხადებლობა მიზეზი და გირაოს შეცვლის საფუძველი არ იყო“, - განაცხადა გიორგი ყაველაშვილმა.

ადვოკატის თქმით, გიორგი ჩიკვაიძის პატიმრობაში ყოფნა დაუსაბუთებელია და აპირებს, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება გაასაჩივროს.

ცნობისთვის, დიდი ოდენობით თანხების მართლსაწინააღმდეგო მითვისების ფაქტზე ბრალდებულ ბიზნესმენს, გიორგი ჩიკვაიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული 50 000-ლარიანი გირაო პატიმრობით შეეცვალა. რაც შეეხება მეორე ბრალდებულ ირაკლი პაპიაშვილს, მისთვის შეფარდებული გირაო ძალაში დარჩა. მოსამართლის განმარტებით, პაპიაშვილის მიმართ სასამართლომ დასაბუთებული არგუმენტი ვერ მოისმინა, თუ რატომ უნდა შესცვლოდა მას გირაო პატიმრობით.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია