ირაკლი პაპიაშვილი ქვეყნის დატოვების მცდელობის შესახებ პროკურატურის განცხადებაზე - ვერსად ვერაფერს ნახავენ - ტვინშიც რომ შეძვრნენ, იქაც ვერ ამოიკითხავენ იმას, რომ ჩვენ რამეს ვაპირებდით

ვერსად ვერაფერს ნახავენ. ტვინშიც რომ შეძვრნენ, იქაც ვერ ამოიკითხავენ იმას, რომ ჩვენ რამეს ვაპირებდით, - ამის შესახებ ბიზნესმენმა ირაკლი პაპიაშვილმა ჟურნალისტებს სასამართლოში, პირადი ჩხრეკის დასრულების შემდეგ განუცხადა.

პაპიაშვილმა პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე ისაუბრა იმასთან დაკავშირებით, რომ პაპიაშვილი და გიორგი ჩიკვაიძე ქვეყნის დატოვებას გეგმავდნენ. პაპიაშვილი უწყებას მოუწოდებს, მტკიცებულებები წარმოადგინოს.

„ჩატარდა ჩხრეკა, ყოველგვარი გართულების გარეშე. ერთადერთი სიგარეტი მიდევს ჯიბეში, სხვა არაფერი. აღნიშნეს, რომ არაფერი კანონსაწინააღმდეგო მე არ მქონდა.

[ელექტრონული ინფორმაციის მატარებელი] სახლში კი არა, საქართველოშიც არ გვაქვს. შეუძლიათ საზღვრებს გარეთ ჩაატარონ ჩხრეკა და სადმე იპოვონ. ტელეფონი არ მაქვს. დღეს მე მოვედი სასამართლოში და ველოდი ჩემს დაპატიმრებას, ამიტომ არაფერი წამომიღია, მათ შორის ტელეფონი, გაჩუქებული მაქვს.

რა თქმა უნდა, გიორგის ჰქონდა მტკიცებულებები, არაერთი მტკიცებულება გაასაჯაროვა მან. არის კიდევ რაღაცები, რაც საზღვრებს გარეთ არის გატანილი. ვერაფერს იპოვიან. წარმოდგენა არ მაქვს, ჩემს სახლში დასრულდა თუ არა ჩხრეკა, არა მპასუხობენ ჩემი ოჯახის წევრები. უნდა მივიდე და გავარკვიო. ჩხრეკას ესწრებოდა ადვოკატი. მე ამ პროცესში არავის ვენდობი.

პროკურატურამ წარმოადგინა შუამდგომლობა, ვითომ მე და გიორგი ვცდილობდით საზღვრის დატოვებას. ეს იყო მხოლოდ შუამდგომლობა. ამას უნდა ახლდეს მტკიცებულება. როგორც პროკურატურამ თქვა პროცესზე, ამ საქმეზე იყო გამოძიება დაწყებული და ჰქონდათ ყველაფერი. თუ გამოძიებას ჰქონდა ყველაფერი, პროკურატურამ ერთი მტკიცებულებაც ვერ წარმოადგინა და სწორედ ამიტომ ხორციელდება ეს ჩხრეკა, რომ რაღაცები ამოგლიჯონ. იქაც ვერაფერს ნახავენ, ვერსად ვერაფერს ნახავენ. ტვინშიც რომ შეძვრნენ, იქაც ვერ ამოიკითხავენ იმას, რომ ჩვენ რამეს ვაპირებდით. პირველი 6 თვე, როცა გამოძიება დაიწყო, ჩვენ არც საზღვრები გვქონდა ჩაკეტილი, არც არაფერი, არ ვიყავით შეზღუდულები. შეგვეძლო ავმდგარიყავით და წავსულიყავით, სადაც გვინდოდა, მაგრამ გიორგის სიტყვები იყო: „ვიბრძოლებთ ბოლომდე“. ახლა ვიმეორებ გიორგის სიტყვებს - „ვიბრძოლებთ ბოლომდე და ეს რეჟიმი დაემხობა!“ - განაცხადა ირაკლი პაპიაშვილმა.

ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლოს ერთ-ერთ ოთახში, დიდი ოდენობით თანხების მითვისებაში ბრალდებული ბიზნესმენის, ირაკლი პაპიაშვილის გადაუდებელი ჩხრეკა ჩატარდა. ჩხრეკა ჩაუტარდა მის ავტომობილსაც. ასევე, პარალელურად ჩხრეკა მიმდინარეობს ქსნის ქუჩაზე მდებარე მის საცხოვრებელ სახლშიც.

შეგახსენებთ, რომ დიდი ოდენობით თანხების მართლსაწინააღმდეგო მითვისების ფაქტზე ბრალდებულ ბიზნესმენს, გიორგი ჩიკვაიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული 50 000-ლარიანი გირაო პატიმრობით შეეცვალა. რაც შეეხება მეორე ბრალდებულ ირაკლი პაპიაშვილს, მისთვის შეფარდებული გირაო ძალაში დარჩა. მოსამართლის განმარტებით, პაპიაშვილის მიმართ სასამართლომ დასაბუთებული არგუმენტი ვერ მოისმინა, თუ რატომ უნდა შესცვლოდა მას გირაო პატიმრობით. რაც შეეხება ჩიკვაიძეს, მოსამართლის თქმით, საფუძველი არსებობს გამოძიების მიერ მიწოდებულ ინფორმაციაში, რომ შესაძლოა, მან მართლმსაჯულებას თავი აარიდოს.

ამასთან, პროკურორმა სასამართლო პროცესზე განაცხადა, რომ გირაოს პატიმრობით შეცვლის მოთხოვნის საფუძველი, გირაოს პირობების დარღვევა გახდა, ასევე, საზღვრის უკანონო კვეთის მცდელობის შესახებ მიიღეს ინფორმაცია. კერძოდ, პროკურორის ინფორმაციით, მათთვის გახდა ცნობილი, ჩიკვაიძე რამდენიმე დღის წინ, სადახლოს ტერიტორიაზე იმყოფებოდა.

მიჰაუ კობოსკო - ვიმედოვნებთ, თქვენი მთავრობა აირჩევს ევროპულ, დემოკრატიულ გზას ან გადადგება მოქალაქეთა პროტესტის გათვალისწინებით
ქართული პრესის მიმოხილვა 20.03.2025
ავთანდილ წულაძე - ტრამპი ცდილობს ჩინეთს რესურსებით მდიდარი რუსეთი ჩამოაშოროს, ამიტომაცაა ტრამპი რუსეთთან დათმობებზე რომ მიდის
„ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლები ბიძინა ივანიშვილს მიმართავენ
სიახლე PSP-სგან - პირველი ლოქერი ფარმაციაში
BDO Digital-მა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი აღიარება მოიპოვა
დაპორტირდი სილქნეტის ქსელში და მიიღე 50% ფასდაკლება ულიმიტო პაკეტებზე
„თეთრმა კვადრატმა“ „მიცუბიშ ელექტრიკთან” თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა
„მთავარი არხის“ დირექტორი, გიორგი ქურდაძე განცხადებას ავრცელებს