ეკა გიგაური - ქართველ ხალხს და იმ ჯგუფებს, რომლებიც დემოკრატიული საქართველოსთვის და მისი ევროპული მომავლისთვის იბრძვიან, აშშ-ის მხრიდან ორპარტიული მხარდაჭერა აქვთ - ეს დამაფიქრებელი უნდა იყოს მმართველი პარტიისთვის

ქართველ ხალხს და იმ ჯგუფებს, რომლებიც დემოკრატიული საქართველოსთვის და მისი ევროპული მომავლისთვის იბრძვიან, აშშ-ის მხრიდან ორპარტიული მხარდაჭერა აქვთ - ეს დამაფიქრებელი უნდა იყოს მმართველი პარტიისთვის, - ამის შესახებ „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ აღმასრულებელმა დირექტორმა, ეკა გიგაურმა განაცხადა, რითაც აშშ-ს სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში „MEGOBARI აქტის“ წარდგენას გამოეხმაურა.

გიგაურის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ყურადღება საქართველოსთან მიმართებით „არ მოდუნებულა“.

„ეს მიუთითებს იმაზე, რომ ტრადიციულად, ქართველ ხალხს და იმ ჯგუფებს, რომლებიც დემოკრატიული საქართველოსთვის და მისი ევროპული მომავლისთვის იბრძვიან, აშშ-ის მხრიდან ორპარტიული მხარდაჭერა აქვთ. იცით, რომ „MEGOBARI აქტის“ მხარდამჭერები არიან როგორც „რესპუბლიკური პარტიის“ წარმომადგენლები, ასევე „დემოკრატიული პარტიის“ წარმომადგენლები. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ის, რომ ძალიან ბევრი რამ ხდება დღეს მსოფლიოში და ამ პირობებში საქართველოზე ყურადღება არ მოდუნებულა და მაინც არსებობს, ესეც ძალიან მნიშვნელოვანია. ეს მიუთითებს, რომ ჩვენ გვაქვს დიდი მხარდაჭერა აშშ-ის მხრიდან და ეს, რა თქმა უნდა, დამაფიქრებელი უნდა იყოს მმართველი პარტიისთვის.

„MEGOBARI აქტში“ წერია მნიშვნელოვანი საკითხები, მათ შორის, იმაზეა საუბარი, რომ კონკრეტული პირების წინააღმდეგ გამოიყენონ სანქციები, იმ ადამიანების წინააღმდეგ, რომლებიც კორუფციაში არიან ჩართულები, ასევე, ადამიანების უფლებების დარღვევაში და სხვა ისეთ საკითხებში, რომლებიც ძირს უთხრის საქართველოს დემოკრატიას“, - განაცხადა ეკა გიგაურმა.

აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ინფორმაციით, სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ჯიმ რიშმა და კომიტეტის წევრმა ჯინ შაჰინმა გასულ კვირას, „საქართველოს ანგარიშვალდებულების, გამძლეობისა და დამოუკიდებლობის შესაძლებლობების გაძლიერებისა და მობილიზაციის აქტი“, MEGOBARI Act-ი წარადგინეს.

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
ანდრო გოცირიძე - საქართველოს შეუძლია რუსეთის წიაღს დაუბრუნდეს, ოღონდ, რუსეთის მიერ აღიარებული „სახელმწიფოების“ გარეშე, ეს არის ის ფორმულა, რასაც რუსეთი საქართველოს ოფიციალურად სთავაზობს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.04.2025
„ამბასადორი აილენდ ბათუმის" მიმართ ინტერესმა დუბაის უძრავი ქონების საერთაშორისო გამოფენაზე მოლოდინს გადააჭარბა
„ვისოლი“ ციფრული ტრანსფორმაციის ახალ ეტაპზე გადადის
Touch Plarform-ის ორგანიზებით, თბილისში რიგით მეორე საერთაშორისო ციფრული დიზაინ ფესტივალი Touch RGB გაიმართება
სილქნეტის აქცია: თემატური სპორტული პაკეტები დამატებითი გადასახადის გარეშე
საბანკო ასოციაციის რჩევები კიბერუსაფრთხოებისთვის დღესასწაულების წინ