უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლის ცენტრის ხელმძღვანელი - რუსეთზე დრონებით თავდასხმა პუტინისთვის სიგნალია

მოსკოვის ოლქზე დრონებით ყველაზე მასშტაბური თავდასხმა არის სიგნალი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინისთვის ჰაერში ცეცხლის შეწყვეტის აუცილებლობასთან დაკავშირებით, - ამის შესახებ უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლის ცენტრის ხელმძღვანელმა, ანდრეი კოვალენკომ განაცხადა.

„სიტუაცია საუდის არაბეთში მოლაპარაკებების ფონზეა. თავდასხმა არის მასიური, ისტორიაში ყველაზე დიდი თავდასხმა მოსკოვის ოლქზე. ეს არის დამატებითი სიგნალი პუტინისთვის, რომ ის ასევე უნდა იყოს დაინტერესებული ჰაერიდან ცეცხლის შეწყვეტით. დრონებს შეუძლიათ არა მარტო ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე, არამედ მოსკოვის გარშემო მუდმივად ფრენაც", - აღნიშნა კოვალენკომ.

შეგახსენებთ, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ქვეყნის ტერიტორიაზე 337 უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს, მათ შორის 91 მოსკოვის ოლქის თავზე. რუსული მხარის ინფორმაციით, ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, თავდასხმას სამი ადამიანი ემსხვერპლა, 18 კი - დაშავდა.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის