ვახტანგ ძაბირაძე - ხელისუფლებას უნდა, პროტესტი გააძევოს ქუჩიდან, თუმცა ამას ვერ აღწევს

მე არ ველოდები, რომ ხელისუფლება რაღაც დათმობებზე წავა, ჯერჯერობით არ წავა. თუ ჩვენ მართლა ვთვლით, რომ ძალიან კრიტიკული სიტუაციაა, უფრო აქტიური ფაზა უნდა დაიწყოს პროტესტის, მაგრამ გარღვევა იქნება მაშინ, როდესაც რუსთაველის გამზირიდან პროტესტი საზოგადოებაში გავა, ამისთვის საჭიროა კოორდინირებული მოქმედება, - ამის შესახებ ანალიტიკოსმა ვახტანგ ძაბირაძემ “პალიტრანიუსის” გადაცემა “პოლიტიკურ სივრცეში” განაცხადა.

ძაბირაძის თქმით, ოპოზიციურმა პარტიებმა ერთმანეთთან მისასვლელი გზები უნდა იპოვონ.

“რაც ქუჩაში ხდება, დაახლოებით, იგივე პროცესია პოლიტიკაშიც, რადგან ქუჩის გაყოფა პოლიტიკისგან საქართველოში მაინც და მაინც არ გამოდის. მეორეა, რომ ამ ქუჩამ თავის დროზე ამ პოლიტიკურ ელიტაზე უარი თავად თქვა და დღეს სიტუაცია, შესაძლოა, ცოტა შეიცვალა - დადგა მომენტი, როდესაც ხელისუფლებას უნდა, რომ პროტესტი ქუჩაში არ იყოს და როგორმე გააძევოს ქუჩიდან, თუმცა ამას ვერ აღწევს და მეორე მხარეს ოპოზიციაც ვერ აკეთებს იმას, რომ როგორმე არჩევნები დაანიშნინოს ხელისუფლებას. ეს, ალბათ, დიდხანს გაგრძელდება იმიტომ, რომ სხვა გამოსავალს ამ წუთში, ვერ ვხედავ.

როცა ვლაპარაკობთ, რომ პოლიტიკოსები უნდა გააქტიურდნენ, ისიც სათქმელია, რას ვგულისხმობთ ამაში - თუ გააქტიურებაში ვგულისხმობთ, რომ მდუმარე აქციები გადავიტანოთ მიტინგებში, ამისთვის ეს პოლიტიკური სპექტრი მზად არ არის. თუ ეს პოლიტიკური სპექტრი გაერთიანდება, ეს უფრო მისაღები იქნება საზოგადოებისთვის, თუ უფრო ნაკლებად მისაღები? ახლა არის ლაპარაკი სალომე ზურაბიშვილთან რაღაც ტიპის შტაბის შექმნაზე და აქაც პრობლემებია - რა უნდა აკეთოს, 31 მარტს აქცია უნდა დაგეგმოს? ეს არის სულ? საჭიროა კოორდინაცია და თუ ვინმეს დღეს კოორდინაცია შეუძლია, ყველაზე მისაღები ზურაბიშვილია, მაგრამ ისიც არ აქტიურობს.

რაღაც ქარტიას გამოაცხობენ ხოლმე და ესეც ნახევრად ნედლი დოკუმენტია, ახლა რაღაც ხუთპუნქტიანი გეგმა… ამაში იხარშება დღეს პროცესი. საჭიროა რაღაცის გაკეთება, ოღონდ კონკრეტულად, რა უნდა გააკეთოს პოლიტიკურმა სპექტრმა, ეს ცოტა რთული სათქმელია, ნელ-ნელა ერთმანეთთან მისასვლელი გზები უნდა მოძებნონ, ჯერჯერობით ამას ვერ ვხედავ.

მე არ ველოდები, რომ ხელისუფლება რაღაც დათმობებზე წავა, ჯერჯერობით არ წავა. თუ ჩვენ მართლა ვთვლით, რომ ძალიან კრიტიკული სიტუაციაა, უფრო აქტიური ფაზა უნდა დაიწყოს პროტესტის, მაგრამ გარღვევა იქნება მაშინ, როდესაც რუსთაველის გამზირიდან პროტესტი საზოგადოებაში გავა, ამისთვის საჭიროა კოორდინირებული მოქმედება.

თუ პოლიტიკურ სპექტრს უნდა, რომ იყოს წარმმართველი, მას რაღაცებზე უნდა ჰქონდეს ნაფიქრი, უნდა იმუშაონ ნეიტრალურ ამომრჩეველზე”, - განაცხადა ძაბირაძემ.

გიორგი მელაშვილი - ომის შესახებ მეხსიერების წაბილწვა ხდება იარაღი დეკლარირებული საგარეო კურსის შესაცვლელად
ნათია ფიფია -  რეფორმები, რომელიც მთავრობამ დაანონსა, შეიძლება ითქვას, შეურიგებლად და დაჟინებით დაიწყო,  ჯერჯერობით, რაც იყო ჩაფიქრებული, ყველაფერი განხორციელდა
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 13.08.2026
პაშა ბანკს საქართველოში ახალი გენერალური დირექტორი ჰყავს
რატომ გახდა კრაფთ ჩანთები ასეთი პოპულარული და როგორ ამარტივებს ის ბრენდების ყოველდღიურობას?
ულტრათანამედროვე რადიოფარმაცევტული საწარმოს მშენებლობა ფინალურ ეტაპზე გადავიდა
„ცისკარი S90“ საქართველოს ანტარქტიდის პირველ კომბინირებულ ექსპედიციას იწყებს
Turbo - კრიპტოს გაცვლის ახალი გზა რეგისტრაციის გარეშე
სილქნეტმა საქართველოში პირველი Tier III სერტიფიცირებული კომერციული მონაცემთა ცენტრის მშენებლობა დაიწყო
„დიემჯი ჯგუფი” „ლაგუნა ვერეს“, აბრეშუმისა და თამბაქოს ფაბრიკების ტერიტორიის განვითარების ახალ ეტაპს იწყებს
საქართველოს ეროვნული AI ნაკრების ტრიუმფი IOAI 2026-ზე: 2 ოქრო, 3 ვერცხლი, 2 ბრინჯაო და საპატიო სიგელი
საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ეროვნულმა ნაკრებმა IOAI 2026-ზე ისტორიული შედეგი აჩვენა - 7 მედალი და საპატიო სიგელი
Skillwill-ში პროგრამული უზრუნველყოფის ტესტირების (QA) სადიპლომო პროგრამაზე წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო
ჩუღურეთის რაიონში ხორციელდება მასშტაბური მწვანე პროექტი, რომელიც მარტივად უკავშირდება ქალაქის ცენტრს