უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მოადგილე - აშშ-მა უკრაინისთვის სამხედრო დახმარების მიწოდება განაახლა

შეერთებულმა შტატებმა, აშშ-უკრაინის მიერ საუდის არაბეთის ქალაქ ჯიდაში მიღწეული შეთანხმების შემდეგ, უკრაინისთვის სამხედრო დახმარების მიწოდება განაახლა, ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მოადგილე, პავლო პალისა სოციალურ ქსელში წერს.

„მაქვს დადასტურება, რომ შეერთებული შტატების მხრიდან უსაფრთხოების დახმარება განახლდა. ხელშეკრულებების განხორციელება იწყება. ბრძოლა გრძელდება!“- წერს პავლო პალისა.

ცნობისთვის, გუშინ აშშ-ისა და უკრაინის წარმომადგენლებს შორის საუდის არაბეთში გამართული მოლაპარაკებების შემდეგ ცნობილი გახდა, რომ უკრაინა მზად არის 30-დღიან ცეცხლის შეწყვეტას დათანხმდეს, ხოლო აშშ დაუყოვნებლივ განაახლებს უკრაინისთვის სამხედრო დახმარებისა და სადაზვერვო მონაცემების გადაცემას.

გია ხუხაშვილი - რადგან, თავის დროზე ღარიბაშვილმა ივანიშვილის შექმნილ, მართვის მაფიოზურ სისტემაში ჭანჭიკად ყოფნასა და მონაწილეობაზე ხელი მოაწერა, ახლა ყველას რაღაც აბსურდში ნუ გადაგვიყვანს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.08.2026
პაშა ბანკს საქართველოში ახალი გენერალური დირექტორი ჰყავს
რატომ გახდა კრაფთ ჩანთები ასეთი პოპულარული და როგორ ამარტივებს ის ბრენდების ყოველდღიურობას?
ულტრათანამედროვე რადიოფარმაცევტული საწარმოს მშენებლობა ფინალურ ეტაპზე გადავიდა