ირაკლი ფავლენიშვილი - კიდევ ერთხელ გამოჩნდა, ბიძინა ივანიშვილი არ აპირებს დაუშვას, რომ მიხეილ სააკაშვილი თავისუფლებაზე იყოს, მას სააკაშვილის პანიკური შიში აქვს

კიდევ ერთხელ გამოჩნდა - ბიძინა ივანიშვილი არ აპირებს დაუშვას, რომ მიხეილ სააკაშვილი თავისუფლებაზე იყოს, მას მიხეილ სააკაშვილის პანიკური შიში აქვს, - ასე შეაფასა „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ირაკლი ფავლენიშვილმა მოსამართლე ბადრი კოჭლამაზაშვილის გადაწყვეტილება, რომელმაც საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის საქმეზე ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, ხოლო სდსს-ს ყოფილ უფროსს, თეიმურაზ ჯანაშიას 300 ათას ლარიანი ჯარიმა დააკისრა.

ირაკლი ფავლენიშვილის განცხადებით, ასევე უკანონოა ის სასჯელი, რომელიც თემურ ჯანაშიას განესაზღვრა.

„კიდევ ერთხელ გამოჩნდა - ბიძინა ივანიშვილი არ აპირებს დაუშვას, რომ მიხეილ სააკაშვილი თავისუფლებაზე იყოს, მას მიხეილ სააკაშვილის პანიკური შიში აქვს. ამიტომ, ამატებს და ამატებს სასჯელს მის ისედაც უკანონო პატიმრობას. უკანონოა განაჩენი თემურ ჯანაშიასთან მიმართებით. ის პროფესიონალიზმის, ერთგულების მაგალითია. კანონიერზე რომ არ ვიდავოთ, ის, უბრალოდ, ასრულებდა იმ ბრძანებებს, რომელსაც უმაღლესი მთავარსარდლისგან იღებდა. რა თქმა უნდა, თემურ ჯანაშიას კიდევ ერთი უკანონო სასჯელი განესაზღვრა“, - განაცხადა ფავლენიშვილმა.

ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლომ საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის საქმეზე მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, სდსს-ს ყოფილ უფროსს, თეიმურაზ ჯანაშიას კი 300 ათას ლარიანი ჯარიმა დააკისრა. აღნიშნულ საქმეზე გადაწყვეტილება მოსამართლე, ბადრი კოჭლამაზაშვილმა გამოაცხადა.

პროკურატურა სააკაშვილს და ჯანაშიას საბიუჯეტო თანხის დიდი ოდენობით - 9 მილიონი ლარის ჯგუფურად გაფლანგვას ედავება.

სხდომაზე არ გამოცხადდნენ ბრალდებულები: მიხეილ სააკაშვილი და თეიმურაზ ჯანაშია. აღსანიშნავია, რომ წარდგენილ ბრალდებაში, ორივე პირი თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს.

დავით ზურაბიშვილი - საშინაო პოლიტიკაში „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციის მთავარი პრობლემაა რეალობის არაადეკვატურად აღქმა და რა უნდა გაკეთდეს ამ რეალობის შესაბამისად
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
SWOOP.GE განახლდა - ახალი სტრატეგიული მიზნები და ბრენდის კონცეფცია
„სილქნეტმა“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2025 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა