პირველი რესპუბლიკის მოედანზე საქართველო-სომხეთის ეროვნული ნაკრებების მატჩის ღია ჩვენება გაიმართება

პირველი რესპუბლიკის მოედანზე საქართველო-სომხეთის ეროვნული ნაკრებების მატჩის ღია ჩვენება გაიმართება.

ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ, დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

„უეფას“ ერთა ლიგის „პლეიოფში“ საქართველოს ნაკრები სომხეთის ეროვნულ ნაკრებს დაუპირისპირდება. პირველი მატჩი 20 მარტს, ერევანში გაიმართება, ხოლო 23 მარტს, საქართველოს ნაკრები მეტოქეს დინამო არენაზე უმასპინძლებს. ტრადიციულად, მთელი შემართებით, ენერგიითა და გამარჯვების მოლოდინით უნდა ვუგულშემატკივროთ ჩვენს ბიჭებს, ჩვენს ეროვნულ ნაკრებს. მათ ვინც მატჩს სტადიონზე ვერ დაესწრება, ვეპატიჟებით 20 მარტს, 21:00 საათზე, პირველი რესპუბლიკის მოედანზე, სადაც თბილისის მერიისა და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ორგანიზებით მატჩის ღია ჩვენება გაიმართება. ძალიან დიდია ინტერესი აღნიშნულ შეხვედრასთან დაკავშირებით. პირველი რესპუბლიკის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე ასევე იმუშავებს საკვები ობიექტები, ნაკრების ოფიციალური მაღაზია, სადაც საგულშემატკივრო ატრიბუტიკის შეძენას შეძლებთ. ჩვენს ბიჭებს ვუსურვებ წარმატებას და გამარჯვებას“, - განაცხადა კახა კალაძემ.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის