გია ვოლსკი - ზურაბიშვილი დღეს თავისი „ფუფალას ქოლგით“ არის გამოჭენებული პოლიტიკურ ასპარეზზე - სააკაშვილი სულიერად უნდა იყოს გადანაცვლებული ზურაბიშვილში

ზურაბიშვილი დღეს თავისი „ფუფალას ქოლგით“ არის გამოჭენებული პოლიტიკურ ასპარეზზე - სააკაშვილი სულიერად უნდა იყოს გადანაცვლებული ზურაბიშვილში, ეს არის იდეა და ამ იდეას რამდენად შეასრულებენ, რასაკვირველია, დიდი შეკითხვის ქვეშაა, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილის სალომე ზურაბიშვილით ჩანაცვლების პროცესი ინტენსიურად მიმდინარეობს.

„ასეთი ბილწსიტყვაობა სალომე ზურაბიშვილის მიმართ, რაც მოვისმინეთ ახალი „ნაცმოძრაობის“ თუ ძველი „ნაცმოძრაობის“ კონკრეტული ლიდერებისგან, ყველაზე რბილი აქედან იყო სააკაშვილის შეფასება, რომ ეს არის „წუნკალი დედაკაცი“. ასეთი რამე თქვა ადამიანმა და თქვენ წარმოიდგინეთ ახლა ზემოდან აქვთ ინსტრუქცია მიღებული, რომ სალომე ზურაბიშვილი აღიარონ ლიდერად. ქარტია შეუქმნეს, რომლის მიხედვითაც არჩევნები უნდა ჩატარდეს

ისე, რომ ამაში „ქართული ოცნება“ და არც ერთი სახელმწიფო სტრუქტურა არ იღებდეს მონაწილეობას, გარდა იმ ჯგუფებისა, რომლებიც ჩამოვიდოდნენ უცხოეთიდან. ასეთი იდეა ჰქონდათ და ამ იდეას სათავეში ჩაუყენეს სალომე ზურაბიშვილი, რომელმაც იმ წუთშივე ძალიან კარგად შეიფერა ლიდერის პოზიცია და გამოაცხადა, რომ იგი გაშლის ქოლგას და ამ ქოლგის ქვეშ შეგროვდება ყველა, ვინც გუშინ მას უწმაწური სიტყვებით მოიხსენიებდა და რუსეთის აგენტს უწოდებდა და ისინიც, ვინც სხვა ადამიანები დაჩაგრეს და სისხლში აქვთ ხელები გასვრილი. მან ზურგი შეაქცია იმ ადამიანებს, რომლებმაც ის აირჩიეს და პრეზიდენტად მოიყვანეს.

სალომე ზურაბიშვილით მიშა სააკაშვილის ჩანაცვლების პროცესი ინტენსიურად მიმდინარეობს. ეს მცდელობებია. რად ღირს, ვინც ამ სისხლიანი და თაღლითი ადამიანების გუნდში გაერთიანდა, ან თვითონ რად ღირს, ან მისი სიტყვა რად ღირს? ადამიანისა, რომელიც გუშინ ასეთ პოზიციაზე იყო, თითქოს იბრძოდა, თითქოს ფიზიკური შეურაცხყოფაც მიაყენეს, გალანძღეს და დღეს თავისი „ფუფალას ქოლგით“ არის გამოჭენებული პოლიტიკურ ასპარეზზე. ეს რად ღირს საერთოდ?!“ - განაცხადა ვოლსკიმ.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია