ვეფხია კასრაძე მოსამართლეს - როგორ გგონიათ, ბრძოლაში 20-წლიანი გამოცდილებით, საქმეს დავიჭერდი ბავშვებთან? პირველად ვნახე ისინი, მაგრამ ბედნიერი ვარ, რომ ღიმილის ბიჭები გვყავს - ამ უსამართლობას შევაკვდები, არ შევეგუები

მე ამ უსამართლობას შევაკვდები. შევაკვდები და ღიმილით მოვკვდები. თუ გინდა, მაწამონ, როგორც გინდათ, ისე მაწამონ, მე ამ უსამართლობას არ შევეგუები. მე ისეთ თავგანწირვას და თავდადებას გაჩვენებთ, რომ ჯერ არავის უნახავს, - ამის შესახებ ჯგუფური ძალადობის ორგანიზების ბრალდებით დაკავებულმა ვეფხია კასრაძემ სასამართლო პროცესზე განაცხადა.

მისი თქმით, მას უჩნდება განცდა, რომ მასზე ხდება მიზანმიმართული პოლიტიკური დევნა.

„ჩვენ, დღეს, ძალიან საშინელი ფაქტის წინაშე ვდგავართ. ჩვენს ქმედებაში ვერანაირი ბრალეულობა ვერ დავინახე. ბრალდების მხარემ ვერანაირი მტკიცებულება ვერ წარმოადგინა, საერთოდ რა კავშირი მაქვს ამ ადამიანებთან, რა გავაფუჭე, გარდა იმ უკანონოდ მოპოვებული, შეთხზული ვიდეოჩანაწერისა. მიჩნდება განცდა, რომ ეს ყველაფერი არის მიზანმიმართული პოლიტიკური დევნა ჩემზე და ყველა იმ ახალგაზრდაზე, რომელიც საქართველოს ეროვნული მომავლისთვის იბრძვის. დღევანდელ სასამართლოზე ყველანაირი რწმენა და შთაბეჭდილება დავკარგე.

დღეს სასამართლო აბსოლუტურად, ყოველგვარ სამართალს მოკლებულია. ეს არის მიკერძოებული სასამართლო, რომელიც ასრულებს ერთი კაცის დავალებას. თუ მე სასჯელს მომისჯიან, სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, როდესაც საქართველოს თავდადებულ ადამიანებს, რომლებსაც ბრძოლის 20-წლიანი გამოცდილება აქვთ, როდესაც ასეთ ადამიანებს უკანონოდ ასამართლებთ, მითხარით, რომელიმე ახალგაზრდას გაუჩნდება სურვილი თავისი სამშობლოსთვის იბრძოლოს? - არ მგონია. როდესაც სამარცხვინო შემწეობა აქვს ომის ვეტერანს, ამის შემდეგ სურვილი გაუჩნდება ვინმეს? მივიღეთ უკანონო სასამართლო, დამცირება, ამ ყველა ვეტერანის მორალურად განადგურება.

როგორ გგონიათ ბატონო მოსამართლე, ბრძოლაში 20-წლიანი გამოცდილებით, საქმეს დავიჭერდი 19 წლის ბავშვებთან? არ არსებობს არანაირი მტკიცებულება, რომ რამე კავშირი გვქონდა. როგორ უნდა დამემყარებინა ამ ადამიანებთან კონტაქტი? არ ვიცნობდი მათ, არ იყო სატელეფონო ზარი.. პირველად ვნახე ისინი და ბედნიერი ვარ, რომ ასეთი ღიმილის ბიჭები გვყავს.

მე ამ უსამართლობას შევაკვდები. შევაკვდები და ღიმილით მოვკვდები. თუ გინდა მაწამონ, როგორც გინდათ, ისე მაწამონ, მე ამ უსამართლობას არ შევეგუები. მე ისეთ თავგანწირვას და თავდადებას გაჩვენებთ, რომ ჯერ არავის უნახავს.

ბატონო მოსამართლე, ძალიან დიდი თხოვნა მაქვს, სანამ საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებთ, ჩაიხედეთ თქვენს გულში და ამ ყველაფერს სძლიეთ, რომ თქვენმა შვილებმა სირცხვილში არ იცხოვრონ.

მსხვერპლად შევეწირები ბიძინა ივანიშვილს, დაანებოს ამ ბავშვებს თავი. მზად ვარ ჩემი სიცოცხლე დავთმო, თუ გინდათ მაწამონ, დაანებეთ ამ ახალგაზრდებს თავი! მას არ აქვს მორალური უფლება საქართველო ჯიბეში ჩაიდოს!“,- განაცხადა ვეფხია კასრაძემ.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი