გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება

შეეზღუდება. ამის შესახებ ინფორმაციას “ენერგო-პრო ჯორჯია” ავრცელებს.

როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ელექტროენერგიის შეზღუდვა დუშეთისა და მცხეთის რაიონის სოფლებს, ასევე თბილისის მუნიციპალიტეტის რამდენიმე რაიონს შეეხება.

“ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 13 მარტს 11:00-იდან 15:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს დუშეთის რაიონის სოფლებში ახალშენი, წიწამური, ქისიაანი, მჭადიჯვარი, ქვემო შუახევი და მიმდებარე სოფლებში; 11:00-იდან 14:00 საათამდე აბონენტებს მცხეთის რაიონის სოფლებში აღდგომლიანთკარი, ნაოზა, ნატახტარი, მისაქციელი, წილკანი და მიმდებარე სოფლებში; 11:00-იდან 14:00 საათამდე აბონენტებს მცხეთის რაიონის სოფლებში მისაქციელი, ნავაზარი, წილკანი, სელექცია, ბულაჩაური და მიმდებარე სოფლებში; 11:00-იდან 11:10 საათამდე და 13:50-იდან 14:00 საათამდე აბონენტებს დუშეთის რაიონის სოფლებში ახატანი, ცხვარიჭამია, ნავდარაანთკარი, გალავანი და მიმდებარე სოფლებში; 14:00-იდან 18:00 საათამდე აბონენტებს მცხეთის რაიონის სოფლებში ნავდარაანთკარი, ბურიანი, კოტორაანთკარი, ზაქარო, ჭილაანთკარი და მიმდებარე სოფლებში; 16:00-იდან 18:30 საათამდე აბონენტებს თბილისის მუნიციპალიტეტში ზაჰესში თავისუფლების, კეცხოველის, წინამძღვრიშვილის და მიმდებარე ქუჩებზე. სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე
PSP-ს K-Beauty გათამაშების გამარჯვებულებმა კორეული სილამაზის სამყაროში იმოგზაურეს