ფიქრია ჩიხრაძე - ჩაგვიხერგეს გზა, იმის ნაცვლად, რომ ამ ახალ დროში პარტნიორებს ვეძებდეთ - წარმოუდგენელია, “ქართული ოცნება“ გარდაისახოს და ნორმალურ რელსებზე დადგეს, საქართველომ თავს უნდა უშველოს

„ქართული ოცნების” ამომრჩეველმა უნდა დაინახოს, რომ ეს არის პოლიტიკური ძალა, რომელსაც არანაირი სარგებლის მოტანა აღარ შეუძლია საქართველოსა და მისი მოქალაქეებისთვის. წარმოუდგენელია, ეს ძალა ისე გარდაისახოს, ნორმალურ რელსებზე დადგეს, - ამის შესახებ კოალიცია “ძლიერი საქართველოს” წევრმა ფიქრია ჩიხრაძემ “პალიტრანიუსის” გადაცემა “რეზიუმეში” განაცხადა.

ჩიხრაძის თქმით, საქართველოს აქვს დიდი მომავალი და პასუხს აგებს ის, ვინც მას ჩახერგავს.

ფიქრია ჩიხრაძემ ისაუბრა ფაქტორებზე, რომელიც მისი შეფასებით, განაპირობებს იმას, რომ საქართველოში ახლა „ცუდი, მძიმე და სავალალო ვითარებაა”.

“როდესაც მდგრადი განვითარების სახელმწიფოები, ძლიერი ეკონომიკებითა და ძლიერი უსაფრთხოებებით ფიქრობენ და ერთმანეთს უზიარებენ, ამ ახალ დროში უსაფრთხოების როგორი მექანიზმები, გაწონასწორებული, უფრო დაცული სისტემა შეიქმნას და ა.შ. - ჩვენ რა მდგომარეობაში ვართ? ჩვენ გვყავს ბიძინა ივანიშვილი - რაღაც გაუგებარი წარმოდგენების ავტოკრატი დიქტატურისკენ გადადგმული ნაბიჯებით და არალეგიტიმური ხელისუფლება.

ევროპისკენ ჩაგვიხერგეს გზა, ნაცვლად იმისა, რომ ყოველდღე ახალ პარტნიორს ვიძენდეთ. ახლა მთელი ჩვენი დიპლომატიური კორპუსი, სამთავრობო და საპარლამენტო შემადგენლობა უნდა იყოს დაძრული და მთელს მსოფლიოში ვეძებდეთ პარტნიორებს, ჩვენს ხედვასა და თავს უნდა ვთავაზობდეთ, როგორც უსაფრთხოებისა და ეკონომიკური კეთილდღეობის ფორმულებში აუცილებელ და საჭირო ელემენტს.

გურიაში სტიქია იყო და “დიფ სტეიტზე” აცხობდნენ ერთი მეორეს მიყოლებით ტექსტებს, აზრად არ მოსდიოდათ, რომ ხელისუფლება ჰქვიათ და ხალხს დახმარება სჭირდებოდა, ეს რომ ხელისუფლების მოვალეობაა, ამასაც კი ვეღარ ხვდებიან.

“ქართული ოცნების” ამომრჩეველმა უნდა დაინახოს, რომ ეს არის ის პოლიტიკური ძალა, რომელსაც არანაირი სარგებლის მოტანა უკვე აღარ შეუძლია საქართველოსთვის და მისი მოქალაქეებისთვის. წარმოუდგენელია, ეს ძალა ახლა ისე გარდაისახოს, ნორმალურ რელსებზე დადგეს. ჩვენ ერთადერთი რამ ვიცით, რომ ისინი მხოლოდ თავიანთ ფინანსურ კეთილდღეობას უზრუნველყოფენ, ამიტომ, საქართველომ თავს უნდა უშველოს.

ამ ქვეყანას აქვს დიდი მომავალი და ძალიან სერიოზულად მიეზღვება ყველას, ვინც ამ მომავალს ჩაეხერგა წინ. პოლიტიკა სწორედ ის ინსტრუმენტია, რომ შენი ქვეყნის ინტერესი გქონდეს კარგად გააზრებული და ამ ინტერესიდან გამომდინარე, ეძებდე პარტნიორებს”, - განაცხადა ჩიხრაძემ.

მურმან მარგველაშვილი - უნდა შევურიგდეთ იმას, რომ საბოლოო ჯამში, ყველაფერს მომხმარებელი ანაზღაურებს, ეს არის ბუნებრივი და სწორი მიდგომა
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი