გედევან ფოფხაძე - ოპოზიციამ მეტი უნდა ვიფიქროთ მოქმედებებზე - მოდის დრო „ახალი პაემანისა“

მოდის გაზაფხული, მოდის დრო „ახალი პაემანისა“ და ახალი აქტიურობის, რუსთაველზეც და მთელი საქართველოს მასშტაბით, - ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ წევრმა, გედევან ფოფხაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა.

ამასთან, ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე საუბრისას გედევან ფოფხაძემ აღნიშნა, რომ საზოგადოებაში არსებულ უკმაყოფილების განცდას გრძნობს, რადგან პოლიტიკური პარტიებისგან უფრო მეტს ელიან.

მისივე განცხადებით, პარტიები მარტო პროცესის ნაწილი კი არ უნდა იყვნენ, არამედ „ოპოზიციური პოლიტიკური სპექტრი პროცესის ავანგარდად უნდა იქცეს“.

„მე მგონია, რომ ჩვენ უფრო მეტი უნდა ვიფიქროთ მოქმედებებზე. ისეთ აქტიურობაზე, რომელიც კონკრეტულ რამეზე იქნება ორიენტირებული და მარტო მოლოდინის რეჟიმში არ უნდა ვიყოთ, თუმცა მოლოდინის რეჟიმშიც რომ ვიყოთ, „მდინარე ჩამოიტანს ჩვენი მტრების ცხედრებს“, ეს ჩინური ანდაზაა. მე ვგულისხმობ, რომ ისტორიას აქვს თავისი კანონზომიერებები და ეს კანონზომიერება აუცილებლად შედგება, მაგრამ საზოგადოება ჩვენგან ელოდება, რომ ვიყოთ უფრო მეტად აქტიურები. მოდის გაზაფხული, მოდის დრო ახალი პაემნისა და ახალი აქტიურობის, რუსთაველზეც და მთელი საქართველოს მასშტაბით.

ეს არის ჩემი სურვილი და არა კონკრეტული გეგმები, მაგრამ ვიმედოვნებ, რომ ძალიან მალე პოლიტიკური სპექტრი შეთანხმდება, რომ ჩვენ მარტო პროცესის ნაწილი კი არ უნდა ვიყოთ, უკვე რაღაც დონეზე ავანგარდად უნდა იქცეს ოპოზიციური პოლიტიკური სპექტრი ამ პროცესის. მიზანმიმართულად არ გამოვიყენე სიტყვა ლიდერი.

ხაზს ვუსვამ, რომ ამ პროცესის შემოქმედი და ლიდერი მაინც ქართველი ხალხია და სახალხო პროტესტია, მაგრამ ბუნებრივია, პოლიტიკური პარტიის ფუნქციაა პოლიტიკური შედეგის მიღწევა. ჩვენ უნდა მივაღწიოთ იმას, რომ ამ ქვეყანაში ჩატარდეს სამართლიანი არჩევნები. პოლიტიკურ პარტიებს ამ ფუნქციაში ვერ შეეცილება ვერანაირი საპროტესტო ჯგუფები იმიტომ, რომ ეს არის პოლიტიკური პარტიების პირდაპირი საქმე. არჩევნებს პოლიტიკური პარტიების გარეშე მაინც ვერ ჩაატარებს საზოგადოება. ეს პროცესი ყველა შემთხვევაში გააქტიურდება უახლოეს მომავალში და ვიმედოვნებ, რომ მიიღებს ძალიან კონკრეტულ ჩარჩოს და დავინახავთ ოპოზიციური სპექტრის ძალიან დიდ აქტიურობას“, - განაცხადა გედევან ფოფხაძემ.

მიჰაუ კობოსკო - ვიმედოვნებთ, თქვენი მთავრობა აირჩევს ევროპულ, დემოკრატიულ გზას ან გადადგება მოქალაქეთა პროტესტის გათვალისწინებით
ქართული პრესის მიმოხილვა 20.03.2025
ავთანდილ წულაძე - ტრამპი ცდილობს ჩინეთს რესურსებით მდიდარი რუსეთი ჩამოაშოროს, ამიტომაცაა ტრამპი რუსეთთან დათმობებზე რომ მიდის
„ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლები ბიძინა ივანიშვილს მიმართავენ
სიახლე PSP-სგან - პირველი ლოქერი ფარმაციაში
BDO Digital-მა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი აღიარება მოიპოვა
დაპორტირდი სილქნეტის ქსელში და მიიღე 50% ფასდაკლება ულიმიტო პაკეტებზე
„თეთრმა კვადრატმა“ „მიცუბიშ ელექტრიკთან” თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა