ირაკლი კობახიძე - ოპოზიციას აქვს რთული მდგომარეობა, ატარებენ 300-კაციან აქციას, რიტუალივით აქვთ, ერთი საათით გადაკეტავენ ქუჩას და ბრუნდებიან სახლებში - თავისი ფეხით მოდიან, ავსებენ ბიუჯეტს, ამისთვის მადლობაც შეიძლება გადავუხადოთ

ოპოზიციას აქვს რთული მდგომარეობა, ყოველდღე ატარებენ 300-კაციან აქციას, რაღაც რიტუალივით აქვთ, ერთი საათით გადაკეტავენ ქუჩას და ბრუნდებიან სახლებში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ისინი თავისი ფეხით მიდიან და ათი ათასობით ლარს იხდიან ყოველდღიურად ბიუჯეტში.

„თავისი ფეხით მოდიან, ავსებენ სახელმწიფო ბიუჯეტს, ათი ათასობით ლარს იხდიან ყოველდღიურად ბიუჯეტში, ამისთვის ერთგვარი მადლობაც შეიძლება გადავუხადოთ მათ. რაც შეეხება პარტიებს, საერთოდ დაკარგულნი არიან. ვხედავთ, რა მდგომარეობაა. შიგნით აქვთ ძალიან მძიმე ურთიერთობები, პარტიის შიგნითაც კი, არათუ პარტიებს შორის, არის რთული ურთიერთობები",- აღნიშნა ირაკლი კობახიძემ "იმედი LIVE"-ში.

თეონა აქუბარდია - მოსკოვი ცდილობს შექმნას პირობები, როდესაც ტერიტორიული მთლიანობის საკითხის გვერდის ავლით შეძლებს საქართველოს სატრანსპორტო და გეოპოლიტიკურ არქიტექტურაზე გავლენის მოპოვებას
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა