გიორგი შალუტაშვილი სტუდენტებისთვის სტატუსის შეწყვეტაზე - მათ აქვთ სრული უფლება, გაასაჩივრონ სასამართლოში ან მომმართონ მე, რექტორს და მოხდეს გადაწყვეტილების გადახედვა - მზად ვარ დიალოგისთვის

ეთიკის კომისიის წერილში არის 10-მდე პუნქტი, რომლის საფუძველზეც სტუდენტებს სტატუსი შეუწყდათ, მაგრამ ეს არის იურიდიული პროცედურის მხოლოდ დასაწყისი , - ამის შესახებ თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, გიორგი შალუტაშვილმა განაცხადა.

შალუტაშვილის თქმით, სტუდენტებს აქვთ უფლება გაასაჩივრონ გადაწყვეტილება სასამართლოში ან მიმართონ მას და შესაბამისად, მოხდეს გადაწყვეტილების გადახევდა.

გიორგი შალუტაშვილი მზაობას გამოთქვამს დიალოგისთვის.

„მათ აქვთ სრული უფლება, გაასაჩივრონ ეს გადაწყვეტილება დავუშვათ სასამართლოში ან მომმართონ მე, როგორც რექტორს და მოხდეს ამ გადაწყვეტილების გადახედვა. იმის მიხედვით, როგორი იქნება მათი პოზიცია. ჩემი მხრიდან, მოხდა პირველი ჩემი შეხვედრა ერთ-ერთ სტუდენტთან, ძალიან საინტერესო საუბარი გვქონდა და თუ ეს გახდება მაგალითი და ამაში ყველა ერთად დავდგებით, პირდაპირ ვამბობ, მზად ვარ დიალოგისთვის. ასეთი გადაწყვეტილების მიღება, პირდაპირ შემიძლია გითხრათ, რომ არავისთვის არ იყო სასიამოვნო, მაგრამ აქ არის ძალზედ მკაფიოდ გაწერილი, ეთიკის კოდექსის რომელი პუნქტებია დარღვეული“, - განაცხადა საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში შალუტაშვილმა, რომლის კომენტარსაც არხის ვებ-გვერდი ავრცელებს.

ლევან  ლორთქიფანიძე - პარტიების აკრძალვა ემსახურება ტემპერატურის გაზრდას, დაძაბულობის მატებას, დაპირისპირების გამწვავებას, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის ოლიგარქიის მანიპულაციებისთვის
პარტიების აკრძალვის სარჩელში დამალული საფრთხეები საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
ისწავლე Skillwill-ში სრული დაფინანსებით და გაიარე ანაზღაურებადი სტაჟირება
„ჩვენნაირი პატარა სკოლისთვის ეს ძალიან დიდი საჩუქარია“ - NMG სკოლების მხარდაჭერას აგრძელებს
საქართველოს საბანკო ასოციაცია - ფინანსური თაღლითობის ახალი სქემა: თაღლითები ბანკის სახელით მოქმედებენ
სითიზენ ექსპოს განვითარების ხედვა: ნაკლები განაშენიანება, მეტი სივრცე ქალაქისთვის
ფიტნეს კლუბების ქსელი „Reforma“
„სმარტი“ თბილისში 55-ე მარკეტს ხსნის
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს