არჩილ გორდულაძე - ოპოზიციონერები უსამშობლოებთან ერთად უბედურები არიან, რადგან აგენტის ბედი ძალიან უბედურია - დგამენ  შოუს, რომ დაპირისპირება აქვთ, მაგრამ როგორც კი დავალება მოუვათ, გაერთიანდებიან

არც პაატა მანჯგალაძეს, არც ალეკო ელისაშვილს, არც სალომე სამადაშვილს და არც სხვა ბევრ სახელ და გვარს არავინ არ ეკითხება ვინ სად გაერთიანდება, ვინ ვის გაუწყრება, გაუბრაზდება და სხვა პარტიის სახელით იმოქმედებს - ახლა თითქოს დგამენ იმ შოუს, რომ ერთმანეთში დაპირისპირება აქვთ და ინტერესებს ვერ იყოფენ, მაგრამ როგორც კი დავალება მოუვათ ზუსტად ისე გაერთიანდებიან, როგორც 2024 წლის წინასაარჩევნო პერიოდში გაერთიანდნენ, - ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძემ ჟურნალისტებთან ოპოზიციის ერთიანობაზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, ოპოზიციონერები „უსამშობლოებთან ერთად უბედურები არიან, რადგან აგენტის ბედი ძალიან უბედურია”.

„არც პაატა მანჯგალაძეს, არც ალეკო ელისაშვილს, არც სალომე სამადაშვილს და არც სხვა ბევრ სახელ და გვარს არავინ არ ეკითხება ვინ სად გაერთიანდება, ვინ ვის გაუწყრება, გაუბრაზდება და სხვა პარტიის სახელით იმოქმედებს. მარტივი მიზეზიდან გამომდინარე, ეს მათი გადასაწყვეტი არ არის - ეს ადამიანები ჩვეულებრივი აგენტურის წარმომადგენლები და ჯაშუშები არიან. მიღებულ დავალებაზე კი ჯაშუშის ერთადერთი პასუხი ის არის “რამდენად სწრაფად უნდა შევასრულო დავალება”. მათ არავინ არ ეკითხება იმას გააკეთებენ თუ არა - დავალება მიღებულია და უნდა შესრულდეს დათქმულ დროსა და ადგილას. ეს არის მათი მოცემულობა და ამიტომ ვამბობთ, რომ ეს ადამიანები უსამშობლოებთან ერთად უბედურები არიან, რადგან აგენტის ბედი ძალიან უბედურია. ეს ადამიანები ახლა ცდილობენ, რომ რაღაც შოუ დადგან - ზუსტად იგივე მოცემულობაა, რაც არჩევნებში მონაწილეობა-არმონაწილეობასთან დაკავშირებით. ახლა თითქოს დგამენ იმ შოუს, რომ ერთმანეთში დაპირისპირება აქვთ და ინტერესებს ვერ იყოფენ, მაგრამ როგორც კი დავალება მოუვათ ზუსტად ისე გაერთიანდებიან, როგორც 2024 წლის წინასაარჩევნო პერიოდში გაერთიანდნენ. გვახსოვს, ალეკო ელისაშვილი როგორ აგინებდა ბადრი ჯაფარიძეს და მამუკა ხაზარაძეს, მაგრამ შემდეგ გამოგვეცხადა და ერთმანეთს ისე „გადაეფსკვნენ“, როგორც ბავშვობის ძმაკაცები. რა პრობლემაა? - მათთვის არც ნათქვამ სიტყვას აქვს აზრი, არც მოქმედებას - მთავარი დავალებაა. დავალება მიიღეს, რომ უნდა გაერთიანებულიყვნენ და გაერთიანდნენ. ასეთივე მოცემულობა იქნება მომავალში, ამიტომ, როცა ადამიანი ჯაშუშობაზე აწერს ხელს, ის კარგავს საკუთარ თავს, იდენტობას, სინდისს, ნამუსს და ადამიანობას“, - განაცხადა გორდულაძემ.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის